ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მომავალი წლის ბიუჯეტში პანდემიასთან დაკავშირებული თანხების შემცირების საკითხს განმარტავს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მომავალი წლის ბიუჯეტში პანდემიასთან დაკავშირებული თანხების შემცირების საკითხს განმარტავს

access_time2021-10-07 14:20:00

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, პანდემიასთან დაკავშირებული თანხების შემცირება პანდემიის დონის შემსუბუქებით და შესაბამისად, ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვის შემცირების მოლოდინით ახსნა.


ამის შესახებ მან ჟურნალისტებს იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.


„პანდემიასთან დაკავშირებული თანხები და ასევე პანდემიის სიმძიმე გამომდინარე იქიდან, რომ წელს ჩვენ გვაქვს ინტენსიური ვაქცინაცია, უნდა შემცირდეს. ასევე, ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვის შემცირების მოლოდინიც გვაქვს. ძირითადი რესრუსი, რომლის მობილიზება მოხდება ისევ დამატებითი ვაქცინების დოზების შესასყიდად, ეს გათვალისწინებულია „ევროპის საინვესტიციო ბანკის“, „მსოფლიო ბანკისა“ და ასევე „აზიის განვითარების ბანკის“ მიმდინარე სასესხო პროექტების ფარგლებში. ამრიგად, ისეთი დიდი დატვირთვის მოლოდინი რადგან არ გვაქვს, ეს საბიუჯეტო პარამეტრებზეც აისახა.



რაც შეეხება დიაბეტიანი ბავშვებისთვის იმ აპარატის შეძენას, რომელიც იძლევა მიმდინარე პერიოდში გლუკოზის დონის მონიტორინგს, ამაზე ჯანდაცვის სამინისტრო „დიაბეტიან ბავშვთა ასოციაციასთან“ ერთად დიდი ხანია აქტიურად მუშაობს. უკვე პრაქტიკულად შერჩეულია ის აპარატურა, რომლის შესყიდვაც უნდა მოხდეს. ჩვენ ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ დამატებით ამ რესურსის მობილიზება მოხდეს. ეს არ არის ისეთი დიდი თანხა, რომ მისი მობილიზება შეუძლებელი იყოს და ვფიქრობ, რომ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება აუცილებლად მოხდება, რათა ბავშვებმა მიიღონ მომავალ წელს შესაბამისი ხარისხის სერვისი“, - განაცხადა გაბუნიამ.



ipn.ge



თეგები:
პანდემია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up