ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების ახალი სისტემის შესახებ კლინიკების 80-90% პაციენტებს არასწორ ინფორმაციას აწვდიდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების ახალი სისტემის შესახებ კლინიკების 80-90% პაციენტებს არასწორ ინფორმაციას აწვდიდა

access_time2022-11-16 20:00:00

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების ახალი მექანიზმის (DRG) შესახებ კლინიკების 80-90 % პაციენტებს არასწორ ინფორმაციებს აწვდიდა.

როგორც მინისტრის მოადგილემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, არასწორი და არასრულყოფილი ინფორმაციის გამო, მოქალაქეები ჯანდაცვის სამინისტროს საყოველთაო დაზღვევის პროგრამიდან გათიშვის მოთხოვნით მიმართავდნენ, რადგან მიიჩნევდნენ, რომ პროგრამაში დარჩენით საჭირო სერვისის მიღებას ვერ შეძლებდნენ.

ილია ღუდუშაურის განმარტებით, შექმნილ ვითარებაზე ჯანდაცვის სამინისტრომ რეაგირება მოახდინა, კერძოდ კი, პაციენტსა და კლინიკას შორის ურთიერთობაში ჩაერთო და ამ დროისთვის პაციენტების არასწორად ინფორმირების პრობლემა შედარებით მოგვარებულია.

„როგორც იცით, DRG-ის პრინციპი გულისხმობს მეთოდს, როდესაც პაციენტის მკურნალობის დაფინანსება მიმდინარეობს დიაგნოზიდან გამომდინარე. მნიშვნელობა აღარ აქვს, რა ჩარევა სჭირდება პაციენტს გამოსაჯანმრთელებლად. სახელმწიფო საყოველთაო პროგრამაში ჩართულ კლინიკაში, ნებისმიერი დიაგნოზით მისული პაციენტის ერთი და იგივე ტარიფით მკურნალობას ანაზღაურებს. განსხვავებაა მხოლოდ თანაგადახდის პრინციპებზე, კერძოდ, როგორც არის დაშვებული საყოველთაო პროგრამით მხოლოდ იმის გადახდა უწევს და არა სხვა დამატებით სერვისების.

რაც შეეხება უშუალოდ პროცესს, ყოველდღე ვაკვირდებით სტატისტიკას და DRG-ის პრინციპის მიმდინარეობს. ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კლინიკებმა დაიწყეს ახალი სისტემით სარგებლობა და დარღვევებს ადგილი არ აქვს.

ერთადერთი საკითხი, რაც ხაზგასასმელია, არის ის, რომ პირველ დღეებში, 50-დან 100 შემთხვევა ფიქსირდებოდა, როდესაც პაციენტები მომართავდნენ ჯანდაცვის სამინისტროს საყოველთაო პროგრამიდან გათიშვასთან დაკავშირებით. ძირითადი მიზეზი იყო კლინიკაში მიწოდებული ინფორმაცია, რომ საყოველთაო დაფინანსებით გათვალისწინებული პროგრამით გათვალისწინებული სერვისი არ იყო ხარისხიანი ან არ ახორციელებდნენ გარკვეულ სერვისს. ყველა ასეთ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროს რეაგირება ჰქონდა და უშუალოდ პაციენტსა და კლინიკას შორის ურთიერთობაში ჩაერთო. აღმოჩნდა, რომ 80-90% შემთხვევაში კლინიკა არასწორ ინფორმაციას აწვდიდა პაციენტს, შესაბამისად, სამინისტროს ჩართულობით, მათ ეს ოპერაციები შემდგომში ჩაუტარდათ.


მხოლოდ 10% იყო ისეთი შემთხვევა, როდესაც ნამდვილად სურდა პაციენტს VIP სერვისი, რის გამოც საყოველთაო პროგრამას ერთჯერადად ეთიშებოდა. მსგავსი შემთხვევები ყურადსაღებია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, ილია ღუდუშაურმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საპილოტე რეჟიმის პირობებში, გამოვლენილ ხარვეზებზე კლინიკებისთვის სანქციების დაწესება არ ხდება, თუმცა ჯარიმები მომავალი წლიდან ამოქმედდება.

„როგორც იცით, საპილოტე რეჟიმის დროს ფულად სანქციებს არ ვაწესებთ, მაგრამ მომავალი წლიდან, როდესაც საპილოტე სისტემა აღარ იქნება, კლინიკები დაჯარიმდებიან. ამიტომ მნიშვნელოვანია ყველა კლინიკას მივცეთ ინფორმაცია. პაციენტიც ინფორმირებული იყოს, რომ შესაძლებელია კლინიკა VIP სერვისს სთავაზობდეს, მაგრამ ვალდებულია, რომ საყოველთაო პროგრამის ფარგლებში საბაზისო სერვისი ყველა პაციენტს შესთავაზოს. აქ არის ძირითადი პრობლემა, თუმცა ბოლო 2 კვირის განმავლობაში ტენდენცია კლებადია, თუ დღეში 100-150 შემთხვევა იყო, ბოლო დღეებში 15-20 დაფიქსირდა. ვფიქრობ, მომართვების ძირითადი ნაწილი კლინიკების პერსონალის გაურკვევლობით არის გამოწვეული“, - აღნიშნავს ილია ღუდუშაური.

ცნობისთვის, 1-ელი ნოემბრიდან საქართველოში კლინიკების დაფინანსების მექანიზმი შეიცვალა. კერძოდ, სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდა. DRG სისტემით დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს. ცალკეული მომსახურებისთვის კლინიკებს პაციენტებისთვის დამატებითი ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აღარ ექნება. DRG სისტემის დანერგვის შემდეგ, სამედიცინო მომსახურების მიღებისას, პაციენტი მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თანაგადახდის წილი ითვალისწინებს (0-დან 30%-მდე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პაკეტების შესაბამისად).

შეგახსენებთ იმასაც, რომ აღნიშნული მოდელი მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ეხება და არ ვრცელდება კერძო სადაზღვევო კომპანიებსა და კლინიკებზე. აღნიშნულ პროგრამამდე სახელმწიფო ჰოსპიტალს კონკრეტულ შემთხვევაზე დადგენილი ტარიფების მიხედვით უხდიდა ანაზღაურებას.

ipn.ge


თეგები:
DRG



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up