ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სახიფათო პათოგენების ახალ სიაზე მუშაობს, რომელშიც ასევე შედის უცნობი „დაავადება X“

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სახიფათო პათოგენების ახალ სიაზე მუშაობს, რომელშიც ასევე შედის უცნობი „დაავადება X“

access_time2022-11-22 21:30:52

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმ პრიორიტეტული პათოგენების ახალ სიაზე მუშაობს, რომლებიც პანდემიების ან ეპიდემიების გავრცელების რისკს ფლობენ და საჭიროებენ ახლო დაკვირვებას.


ორგანიზაციის განცხადებით, მისი მიზანი სიის განახლებაა, რომელიც სახელმძღვანელო უნდა იყოს კვლევისა და განვითარებისთვის (R&D), ასევე ინვესტირებისთვის, განსაკუთრებით ვაქცინებში, ტესტებსა და მედიკამენტებში.


პარასკევს დაწყებული პროცესის ფარგლებში, გაერო-ს ჯანდაცვის სააგენტომ 300-ზე მეტი მეცნიერი შეკრიბა, რათა განიხილონ მტკიცებულებები ვირუსების 25-ზე მეტი ოჯახისა და ბაქტერიების შესახებ.


ისინი ასევე განიხილავენ ე. წ. დაავადება X-ს — უცნობ პათოგენს, რომელმაც შეიძლება სერიოზული საერთაშორისო ეპიდემია გამოიწვიოს.


„პრიორიტეტული პათოგენებისა და ვირუსების ოჯახების მიზანში ამოღება კვლევისა და განვითარების კონტრზომების მისაღებად, გადამწყვეტია ეპიდემიებსა და პანდემიებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისთვის“, — ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების დირექტორი მაიკლ რაიანი.


მისი განცხადებით, COVID-19-მდე მნიშვნელოვანი R&D ინვესტირებათა გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა უსაფრთხო და ეფექტიან ვაქცინათა რეკორდულ დროში შექმნა.


სია პირველად 2017 წელს გამოქვეყნდა. ამჟამად მასში შედის COVID-19, ებოლას ვირუსული დაავადება და მარბურგის ვირუსული დაავადება, ლასას ცხელება, ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი (MERS) და მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS), ნიპაჰი, ზიკა და დაავადება X.



პრიორიტეტულად მიჩნეული თითოეული პათოგენის შემთხვევაში, ექსპერტები განსაზღვრავენ ცოდნაში არსებულ ჩავარდნებს და კვლევის პრიორიტეტებს.


შემდეგ შეიძლება შედგეს სასურველი სპეციფიკაციები ვაქცინების, პრეპარატების და სადიაგნოსტიკო ტესტებისთვის.


ძალისხმევა ასევე მიმართულია ასეთი ხელსაწყოების შექმნისთვის საჭირო კლინიკური ცდების გაადვილებისკენ, მხედველობაში ასევე მიღებულია მარეგულირებელი და ეთიკური ზედამხედველი ორგანოების გაძლიერება.


განახლებული სია 2023 წლის აპრილამდე გამოქვეყნდება.


პათოგენების საფრთხის სესია წინ უსწრებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სამზადისს პანდემიის თაობაზე ხელშეკრულებისთვის.


მთავრობათაშორისი მომლაპარაკებელი ორგანო გზას ამზადებს გლობალური შეთანხმებისთვის, რომელმაც თანდათანობით უნდა დაარეგულიროს ქვეყნების სამზადისი და პასუხი სამომავლო პანდემიურ საფრთხეებზე. შეხვედრები ჟენევაში 5-7 დეკემბერს გაიმართება.


შემუშავებული მოხსენება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს მომავალ წელს წარედგინება, საბოლოო შედეგების პრეზენტაცია კი 2024 წლისთვის არის დაგეგმილი.


„გავრცელების დაფიქსირების შემდეგ, ხშირად მხოლოდ რამდენიმე კრიტიკული საათია, რათა გაახმაურო, შეაფასო და იმოქმედო დაავადების შესაჩერებლად, ვიდრე ის ფაქტობრივად შეუჩერებელი გახდება“, — წერს გლობალური ჯანდაცვის კონვენციის საბჭო განცხადებაში.


ორგანო იქვე აღნიშნავს, რომ 2019 წლის დეკემბერში, როდესაც ახალი კორონავირუსის შესახებ ინფორმაცია ჩაახშეს, COVID-19-ის პირველი შემთხვევების დაფიქსირებისას, მრავალმა ქვეყანამ მიმართა „დავიცადოთ და ვნახოთ“ მიდგომას, რისი სახიფათო შედეგებიც ყველამ ვნახეთ.


1tv.ge

თეგები:
დაავადება X



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up