ჯანდაცვის სამინისტრო 520-ე დადგენილებით გათვალისწინებული ტარიფების გადახედვას იწყებს

ჯანდაცვის სამინისტრო 520-ე დადგენილებით გათვალისწინებული ტარიფების გადახედვას იწყებს

access_time2022-06-06 21:00:00

ჯანდაცვის სამინისტროს რეანიმაციისა და კარდიოქირურგიის ტარიფები პრაქტიკულად განსაზღვრული აქვს და ახლა მიმდინარეობს მუშაობა ინტენსიური განყოფილებების ტარიფებზე. როგორც ჯანდაცვის ასოციაციის წარმომადგენელმა, ხეჩინაშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა მაია მახარაშვილმა jandacva.ge-ს განუცხადა, გასულ პარასკევს ასოციაციის და სამინისტროს წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც ტარიფების ინდექსაციის კუთხით კიდევ ერთი ნაბიჯით წაიწიეს წინ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებამდე ჯერ კიდევ ადრეა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ახალ ტარიფებს ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების გამოყოფა დასჭირდება.



შეგახსენებთ, რომ საუბარია 520-ე დადგენილებით განსაზღვრულ ტარიფებზე, რომელიც ამ დადგენილების მიღებამდეც და მიღების შემდეგაც, ტიკარაძის მინისტრობის პერიოდში, კლინიკური სექტორის უკმაყოფილების მიზეზი გახდა. jandacva.ge-ს კითხვაზე- რადგანაც სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ დაიწყო 520-ე დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების გადახედვა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ უწყება ეთანხმება კლინიკური სექტორის პოზიციას ამ დადგენილების არაადეკვატურობის შესახებ, მახარაშვილი ამბობს, რომ ეს სწორედ ასეა, თუმცა დასძენს იმასაც, რომ ამ საკითხის გადახედვისკენ პირველი ნაბიჯები ეკატერინე ტიკარაძის მინისტრობისას გადაიდგა. ამასთან, მაია მახარაშვილი ამბობს, რომ 2019 წლის შემდეგ, როცა ეს დადგენილება ამოქმედდა, შეიცვალა ლარის კურსი, რამაც ასევე დააყენა დღის წესრიგში ტარიფების გადახედვის საკითხი.




ხეჩინაშვილის კლინიკის ხელმძღვანელის განმარტებით, ახლა ტარიფები არაადეკვატურია და არ შეესაბამება სერვისებისა და მასალების რეალურ თვითღირებულებას.



520-ე დადგენილება, რომელიც სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის კარდიოქირურგიულ და რეანიმაციულ სერვისებზე ტარიფების გათანაბრებას გულისხმობს, ძალაში 2019 წლის 21 ნოემბრიდან შევიდა. სამინისტროს მიერ დაწესებულმა ტარიფებმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.



jandacva.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up