ჯანდაცვის სამინისტრო ბებიაქალების პროფესიის პრესტიჟულობის ზრდაზე მუშაობს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას განაცხადა, მშობიარობის საერთო მაჩვენებელში ნახევარი საკეისრო კვეთებზე მოდის.
„ძალიან მალე მთავრობასა და პარლამენტში მოხვდება პროექტი ექთნებისთვის და ბებიაქალებისთვის, დღეს ასეთი დასახელებითაა ცნობილი და ვფიქრობთ, რომ ეს მიმართულება უფრო პრესტიჟული გავხადოთ. შეიძლება ამის რებრენდინგზეც ვიფიქროთ, რათა ახალგაზრდებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი იყოს ეს პროფესია. რადგანაც დღეს სერიოზული პრობლემა გაქვს მშობიარობებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ საკეისროების წილი საერთო მშობიარობებში თითქმის 50%-მდეა ასული, რომელიც მომავალში დემოგრაფიულ პრობლემების შექმნისთვის ერთ-ერთი წინაპირობაა“, - განაცხადა აზარაშვილმა.