ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯამში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან სახელმწიფოზრუნვის სააგენტომ 11 ბავშვი გაიყვანა, მათ შორის 1 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე. სამინისტროში აცხადებენ, რომ საქალაქო სასამართლოს 5 ივნისის დროებითი განჩინებისაღსრულება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების პანსიონიდან გამოყვანისნაწილშია დაწყებული.
"ამასთანავე, 2021 წლის 5 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთაკოლეგიის დროებითი განჩინების აღსრულების პროცესი – ნინოწმინდის პანსიონატიდან შეზღუდულიშესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვების გამოყვანის ნაწილში უკვე დაწყებულია.
ამ დროისთვის სააგენტომ, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, კიდევ 5არასრულწლოვანი ზრუნვის სხვა ფორმაში უკვე გადაიყვანა. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომნინოწმინდის პანსიონიდან ჯამში 11 არასრულწლოვნის გამოყვანა უზრუნველყო, რომელთა შორის 1შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია". – ნათქვამია განცხადებაში.
5 ივნისს სასამართლომ PHR-ის მოთხოვნა ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანისშესახებ დააკმაყოფილა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ანა აბაშიძის თქმით, ბავშვებისდაწესებულებიდან გაყვანა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. გადაწყვეტილება მოსამართლე ივანეღლონტმა მიიღო.
PHR-ის წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი განმარტავს, რომ კანონმდებლობით ორგანიზაციისთვისგანსაზღვრული სპეციალური მოსარჩელის სტატუსიდან გამომდინარე, განაჩენში არსებობსტექნიკური ჩანაწერი პანსიონიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანის შესახებ, მაგრამ, მისივე თქმით, თუ პანსიონში საფრთხე არსებობს, რომელზეც მოსამართლეც საუბრობს, არ შეიძლება იქ რომელიმებავშვი დარჩეს.
საქართველოს საპატრიარქომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით, რომელიც მისდაქვემდებარებაშია, განცხადება გაავრცლა. საპატრიარქო აღნიშნავს, რომ ისინი გაასაჩივრებენსასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც PHR-ის მოთხოვნა პანსიონიდან ბავშვებისდაუყოვნებლივ გამოყვანის შესახებ დაკმაყოფილდა