ჯანდაცვის სამინისტრო: კორონავირუსის სამკურნალოდ მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება მოხდება

ჯანდაცვის სამინისტრო: კორონავირუსის სამკურნალოდ მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება მოხდება

access_time2021-11-03 19:00:00

კორონავირუსით ინფიცირებულ იმ პაციენტებს, ვისთანაც დაავადების გართულების მაღალი რისკია მონოკლონური ანტისხეულებით უმკურნალებენ. ინფორმაციას ოკუპირებული ტერტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.



პრეპარატები ქვეყანას გერმანიისა და აშშ-ს მთავრობამ გადმოსცა. ორივე მედიკამენტი აღიარებულია აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს (FDA) მიერ.
კორონავირუსის საწინააღმდეგო მონოკლონური ანტისხეულები COVID-19-ის სამკურნალოდ ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მიდგომად ითვლება.



მედიკამენტების გამოყენების ალგორითმი დღეს ჯანდაცვის სამინისტროში, კლინიკური საბჭოს შეხვედრაზე განიხილეს.




„ორი განსხვავებული პრეპარატია ხელმისაწვდომი, ერთი კასირივიმავი/იმდევიმაბი, რომელიც არის ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის. აღნიშნულ პრეპარატს მიიღებენ კლინიკები ვინც ჩართულია კოვიდის მართვაში. გაწერილია დეტალური მოხმარების ინსტრუქცია, ძირითადად ეს არის პაციენტები ვისაც პროგნოზულად აქვთ დამძიმების უფრო მაღალი რისკი სხვა პაციენტებთან შედარებით, მაგალითად 65 წლის მქონე პირები, ასევე პირები, რომელთაც აქვთ თანმხლები დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა, ჰიპერტენზია, ან რაიმე სხვა თანხმლები დაავადება და ამასთანავე, საყურადღებოა მათი მდგომარეობა ჰოსპიტალიზაციის მომენტში. ასევე მეორე ჯგუფი - ბამლანივიმაბი/ეტესევიმაბი ნაჩვენებია შედარებით მსუბუქი პაციენტებისთვის, დაავადების განვითარების ადრეულ ეტაპზე, ძირითადად ეს იქნება პაციენტი რომელსაც შესაძლოა სჭირდებოდეს მკურნალობა კოვიდ სასტუმროში, ან ბინაზე. ოჯახის ექიმები გააკეთებენ ამ პირების იდენტიფიცირებას, ვისაც ასაკის ან თანმხლები დაავადებების გამო მაღალი აქვს დამძიმების რისკი და შემდეგ მოხდება ამ პაციენტებისთვის, დაავადების ადრეულ ეტაპზე, ვიდრე იქნება მძიმე სურათი გამოხატული, მონოკლონების ადმინისტრიორება.“ - აღნიშნავს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია.



კასივირიმაბი/იმდევიმაბი საქართველოს გერმანიის მთავრობამ გადმოსცა. თამარ გაბუნიას თქმით, სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატს საკმაოდ მაღალი ეფექტურობა აქვს მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტებში, როდესაც პროგნოზულად დამძიმების რისკია და სწორედ ამის თავიდან აცილებას უწყობს ხელს. ეს პრეპარატი მნიშვნელოვანია სიკვდილობის შემცირების და ჰოსპიტალიზაციის ვადის შემოკლების კუთხით.



აშშ-ის მიერ მოწოდებული ბამლანივიმაბი/ეტესევიმაბის დაავადების საწყის ეტაპზე, რისკჯუფებში გამოყენება და ჰოსპიტალიზაციის, დაავადების მძიმე ფორმის ჩამოყალიბების თავიდან აცილების, ასევე სიკვდილობის შემცირების შესაძლებლობას იძლევა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up