ჯანდაცვის სამინისტრო: მედიკამენტების თურქეთის ბაზრის გახსნის შემდეგ, იმპორტირებულ პრეპარატებზე ფასები განახევრდა და მეტ შემთხვევაში 60-80%-ით შემცირდა

ჯანდაცვის სამინისტრო: მედიკამენტების თურქეთის ბაზრის გახსნის შემდეგ, იმპორტირებულ პრეპარატებზე ფასები განახევრდა და მეტ შემთხვევაში 60-80%-ით შემცირდა

access_time2022-03-15 10:30:00

მედიკამენტების თურქეთის ბაზრის გახსნის შემდეგ, თურქეთიდან იმპორტირებულ პრეპარატებზე ფასები საგრძნობლად შემცირდა. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.


„მნიშვნელოვანია, რომ ფასები განახევრდა და მეტ შემთხვევაში 60-80%-ით შემცირდა ისეთ მედიკამენტებზე, რომლებიც ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.


მაგალითისთვის, გულ-სისხლძარღვთა სამკურნალო ტაბლეტი „ატაკანდი“ დღეს 84%-ით ნაკლები ღირს და მისი ფასი 79 ლარის ნაცვლად 12 ლარია. 41 ლარის ნაცვლად 9 ლარი ღირს „დიოვანი“. მოსახლეობის 91%-ით ნაკლების გადახდა მოუწევს „კრესტორი“-ს ტაბლეტებში, მედიკამენტის ფასი დღეს, სხვადასხვა აფთიაქებში 9 ლარიდან 15 ლარამდე მერყეობს, მანამდე კი პრეპარატის ფასი 110 ლარს აჭარბებდა.


გაიაფდა დიაბეტის, ჰორმონალური, ნევროლოგიური, ძვალ-სახსროვანი, ასევე სასუნთქი სისტემისთვის განკუთვნილი პრეპარატები. „ინსულინი ლანტუსი“-ს შეძენა 238 ლარის ნაცვლად 43 ლარად არის შესაძლებელი. „არიმიდექსი“ 78 ლარის ნაცვლად - 29₾. „ბეტასერკი“ 26 ლარის ნაცვლად - 8₾. „აკლასტა“ 867 ლარის ნაცვლად - 223₾. „სიმბიკორტი“ 84 ლარის ნაცვლად - 15₾.



ეს ქართულ ბაზარზე უკვე შემოსული, თურქული მედიკამენტების არასრული ჩამონათვალია“ – ნათქვამია ინფორმაციაში.


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ილია ღუდუშაური აღნიშნავს, რომ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში უკვე 50-მდე მედიკამენტის რეგისტრაციაზე არის განაცხადი შესული, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო დაჩქარებული რეჟიმით განიხილავს. მინისტრის მოადგილის თქმით, დაახლოებით ერთ თვეში, ხელმისაწვდომი მედიკამენტების რაოდენობა 200-მდე გაიზრდება.


„წინა კვირაში ჯანდაცვის მინისტრი თურქეთში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ კოლეგას შეხვდა და ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი სწორედ იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხი და ასევე იმპორტის პროცესის დაჩქარება იყო. ამ კვირაში, ასევე იგეგმება ჩემი ვიზიტიც, რომლის ფარგლებშიც, მწარმოებელ კომპანიებს შევხვდები, იმისთვის, რომ იმპორტის პროცესი გამარტივდეს და დაჩქარდეს. შესაბამისად ველოდებით, რომ დაახლოებით ერთ თვეში ასორტიმენტიც, ხარისხიც და ფასიც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“,- აღნიშნავს ილია ღუდუშაური.


„შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით საქართველოში თურქული ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა. ამ ეტაპზე, 35-ზე მეტი დასახელების მედიკამენტის შეძენა განახევრებულ ფასად, ხშირ შემთხვევაში კი 60-80%-ით ნაკლებ ფასად არის შესაძლებელი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up