რესპუბლიკური საავადმყოფოს ამბულატორიას პედიატრიული სერვისი დაემატა. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი და კვალიფიციური მედპერსონალით დაკომპლექტებული ამბულატორია პედიატრიული ასაკის პაციენტებს სრულფასოვან სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.
პაციენტებს საშუალება ექნებათ მიიღონ პედიატრის, კარდიოლოგის, ნეფროლოგის, რევმატოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, ოფთალმოლოგის ენდოკრინოლოგის და სხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტების კონსულტაცია. ასევე, ჩაიტარონ მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევების სრული სპექტრი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.