„ჯანდაცვის სამინისტრო საუკეთესო დეჰიბლირატორებს თვითონ შეიძენს და  კარდიოლოგიურ საავადმყოფოებს დაურიგებს“-პრემიერი კობერიძეს

„ჯანდაცვის სამინისტრო საუკეთესო დეჰიბლირატორებს თვითონ შეიძენს და კარდიოლოგიურ საავადმყოფოებს დაურიგებს“-პრემიერი კობერიძეს

access_time2020-06-26 20:10:04

პრემიერ მინისტრმა პარლამენტის დამოუკიდებელი კანდიდატის ლევან კობერიძის მიერ 100 მლნ ლარის ყალბი დღგ-ს კორუფციული სქემასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ საქმეზე გამოძიება და სამართლებრივი პროცესები მიმდინარეობს და პროცესში ჩართული ყველა კომპანიის რესურსი დაყადაღებულია.



„თქვენ ხო ჩემზე უკეთესად იცით, ჩვენ არა ვართ იმ სტილის და იმ ესთეტიკის ხალხი, რომ ყველა დავიჭიროთ და ვაწამოთ და რაღაცა გავაკეთებინოთ , რეალურად სამართლებრივი პროცესები მიმდინარეობს, დაყადაღებულია იმ კომპანიების ყველა საჭირო რესურსი, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართული. შეიძლება ამაზე ვიღაცას კითხვის ნიშნები ჰქონდეს, რამდენიმე ადამიანს 9 თვიანი წინასწარი ვადა გაუვიდა და დროებით გარეთ არიან , მაგრამ პროცესი მიმდინარეობს და მერწმუნეთ,  რომ სახელმწიფოს რესურსულად დაყადაღებული აქვს ყველა ის აქტივი,  რომელმაც უნდა დააკომპენსიროს ბიუჯეტის ეს დანაკლისი.“-განაცხადა გახარიამ. 



პრემიერმა ასევე ლევან კობერიძის მიერ ჯანდაცვის სამინისტროსა და ექიმების გარშემო დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ადამიანები ერთი სტილით მუშაობას არიან მიჩვეულები და ეხლა წესების ცვლა დისკომფორტს უქმნის. თუმცა, მისივე განმარტებით, მდგრადობის შენარჩუნებისთვის გარკვეული ცვლილებები და რეფორმები აუცილებელი იყო.




„ორი ძირითადი დაპირება გავეცი - სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტის გადახდების დაგვიანება იყო ზოგ შემთხვევაში 5-6 თვე, ეს თემა ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად დეტალურად შევისწავლეთ და გარწმუნებთ, რომ იქ იყო განსხვავებული მიდგომები სხვადასხვა კომპანიასთან. ზოგს 2 თვე ჰქონდა, ზოგს - 6 თვე. ამას დრო სჭირდებოდა. წელს იქნება პირველი წელი, როდესაც ჯანდაცვის სისტემა, ყელა ეს ჰოსპიტალი, 12 თვის განმავლობაში 13 თვის ანაზღაურებას მიიღებს. პროგრესი უკვე მიმდინარეობს, 3 თუ 4 თვეა იქ უკვე დარჩენილი, 1 თვე უკვე შევამცირეთ და წლის ბოლომდე, მაშინ, როდესაც ეს ხალხი გულწრფელად მხარში გვიდგას კოვიდ-19-თან ბრძოლის ნაწილში, ეს საკითხი მოგვარდება. შეიძლება არის ცალკეული დისკომფორტის შემქმნელი წუხილები, მაგრამ ამასაც ვუპასუხებთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.


პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მეორე თემა, რომელზეც შეთანხმება ვერ შედგა, იყო ტარიფების ნაწილი და ფასი დეფიბრილატორებზე.


„იმისთვის, რომ ეს პრობლემა გვერდზე გაგვეწია და არ გამხდარიყო სამინისტროსა და ბიზნესს შორის კონფლიქტის საგანი, შევთანხმდით, რომ ჯანდაცვის სამინისტრო შესყიდვების მექანიზმით საუკეთესო დეფიბრილატორებს თვითონ შეიძენს და ეს რომ დავის საგანი არ გახდეს, სტაციონარებსა და კარდიოლოგიურ კლინიკებს დაურიგებს, რაც უნდა გახდეს გარკვეული კომპრომისული ვარიანტი. ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე მოახდინა ამ დეფიბრილატორების იდენტიფიცირება, ახლა გადაუდებელი წესით მიმდინარეობს შესყიდვები. შესაძლოა, ეს დროსი გაიჭიმა, მაგრამ სისტემური რეფორმაა, რომელმაც უნდა შეგვინარჩუნოს საყოველთაო ჯანდაცვის მიღწევები. ეს იქნება მტკივნეული, არ იქნება მარტივი, ცოტა კერძო სექტორმა უნდა დათმოს, ცოტა - სახელმწიფომ და ასე საბოლოო შედეგამდე მივალთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up