ჯანდაცვის სამინისტრო: სოციალურ კოდექსზე მუშაობა 2023 წელს დასრულდება

ჯანდაცვის სამინისტრო: სოციალურ კოდექსზე მუშაობა 2023 წელს დასრულდება

access_time2021-09-17 13:00:00

სოციალური კოდექსის შემუშავების პროცესთან დაკავშირებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში კონფერენცია გაიმართა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.



კონფერენციას საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ, რომლებმაც ევროპის ქვეყნებში აპრობირებულ სოციალურ კოდექსთან დაკავშირებით ისაუბრეს. მოხდა გერმანიის, საფრანგეთის, ფინეთის და ლიეტუვის სოციალური დაცვის კანონმდებლობისა და სისტემური მოწყობის მოდელების მაგალითების განხილვა და საქართველოსთან შედარება.



კოფერენცია მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ გახსნა და სოციალური კოდექსის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. თამარ ბარკალაიამ აღნიშნა, რომ ცვლილება გააერთიანებს სოციალურ კანონმდებლობას, სამუშაო პროცესში მოხდება სოციალური დაცვის სისტემის, მასში არსებულ გამოწვევების გაანალიზება და საბოლოოდ სოციალური დაცვის მექანიზმები უფრო მაღალ სტანდარტზე ავა.



„ამ პროცესში უკვე ჩაერთნენ საერთაშორისო ექსპერტები, ჩვენ გვქონდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც გერმანელი, ფინელი, ფრანგი და ლიეტუველი ექსპერტები ჩაერთვნენ. მათ აქვთ უშუალო გამოცდილება სოციალური კოდექსის შემუშავების და დახვეწის პროცესში თავის ქვეყნებში. კონფერენციაზე წარმოგვიდგინეს თავისი ქვეყნის მაგალითები, ისევე როგორც რეკომენდაციები თუ როგორ უნდა წარიმართოს კოდექსის შემუშავების პროცესი.



ჩვენ უკვე ვასრულებთ მუშაობას საქართველოში არსებული სისტემის შეფასებაზე და ამ შეფასების წარდგენა მალე მოხდება ფართო საზოგადოებისთვის. ვნახავთ თუ სად არის და რა არის სისტემური გამოწვევები, ასევე რეკომენდაციები რომელსაც ექსპერტები მოგვცემენ თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს სოციალური დაცვის და მხარდაჭერის სისტემა საქართველოში. ამაში შედის როგორც სოციალური გასაცემლები, ასევე აქტიური შრომის ბაზრის და დასაქმების პოლიტიკა, ასევე ჯანდაცვის უფრო უკეთესი ხელმისაწვდომობის და ხარისხის მეთოდოლოგიები, შესაბამისი მხარდაჭერისა და ორგანიზაციული მექანიზმები, რომელიც ამ ყველაფრის განხორციელებას გახდის შესაძლებელს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.




ქართველი მოსახლეობისთვის სოციალური კოდექსის სარგებელზე ისაუბრა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონის დირექტორმა რაფაელ ჟოზანმა.



„საქართველოს მთავრობა სოციალურ კოდექსზე სწორედ ქართველი ხალხის სასარგებლოდ მუშაობს. სოციალური კოდექსი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. დღეს სწორედ ევროპული სტანდარტები განვიხილეთ, ევროპელმა ექსპერტებმა სამინისტროს წარმომადგენლებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს. ახლა ვართ კოდექსზე მუშაობის საწყის ფაზაზე, რომელიც 2021 წლის ბოლომდე გაგრძელდება. უკვე მოხდა თემების გამოყოფა და სამომავლოდ აღნიშნულ თემებზე სამუშაო ჯგუფები შეიქმნება. მოხდება არსებული სიტუაციის აღწერა და სამომავლო ხედვის განსაზღვრა. აღნიშნული კოდექსის შექმნას რა თქმა უნდა დრო სჭირდება, მისი დანერგვა კი ევროპული ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით მოხდება“, - აღნიშნა რაფაელ ჟოზანმა.



შეხვედრის ბოლოს, კონფერენციის მონაწილეებს ჯანდაცვის მინისტრმა მიმართა. ეკატერინე ტიკარაძემ სოციალური კოდექსის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება და შეხვედრის მონაწილეებს კოდექსის შემუშავებაში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას მინისტრი ონლაინ ფორმატში ესწრებოდა.



შეგახსენებთ, რომ სოციალური დაცვის მდგრადი, სამართლიანი და ეფექტიანი სისტემის შექმნისთვის, საფრანგეთისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოების მხარდაჭერითა და ევროკავშირის დაფინანსებით სოციალური კოდექსის 2 წლიანი პროექტის განხორციელება დაიწყო.



სოციალური კოდექსის რეფორმა მიზნად ისახავს სოციალური დაცვის სისტემის სრულყოფილი და ინტეგრირებული მიდგომის დანერგვას, რომელიც მოიცავს მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებას სოციალური, ჯანმრთელობისა და დაზღვევის სექტორებისთვის.



სოციალურ კოდექსზე მუშაობა 2023 წელს დასრულდება.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up