ახალი ელექტრონული სისტემის მიხედვით მედიკამენტების მიმოქცევის მონიტორინგი დისტანციურად განხორციელდება

ახალი ელექტრონული სისტემის მიხედვით მედიკამენტების მიმოქცევის მონიტორინგი დისტანციურად განხორციელდება

access_time2023-02-17 18:30:55

ჯანდაცვის სამინისტრომ ელექტრონული სისტემა შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც მედიკამენტების მიმოქცევის მონიტორინგი დისტანციურ რეჟიმში განხორციელდება. ცვლილებით მარეგულირებელი ქვეყანაში არსებული წამლების მიმოქცევის, მარაგების, საბითუმო და საცალო სარეალიზაციო ფასების თაობაზე ინფორმაციას ელექტრონულად მიიღებს.


ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციაში ჩართული კომპანია, რომელსაც მარაგების აღრიცხვის საკუთარი ელექტრონული სისტემა (პროგრამა) გააჩნია, ჯანდაცვის სამინისტროს, ინფორმაციას საკუთარი ელექტრონული სერვისების საშუალებით გადასცემს.


ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორს, რომელსაც არ გააჩნია მარაგების აღრიცხვის საკუთარი სისტემა, ინფორმაცია შეაქვს უშუალოდ სამინისტროს მიერ შექმნილ ელექტრონულ სისტემაში. მომხმარებლის სახელი და პაროლი ორგანიზაციებს, იმ ელ-ფოსტაზე დაეგზავნებათ, რომელიც სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში წარდგენილ დოკუმენტაციაშია მითითებული.


ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციაში ჩართული პირებისთვის, ტრენინგები და კონსულტაციები კვლავ გრძელდება. ტრენინგის საჭიროების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს შეუძლია, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს, 22 თებერვლამდე მიმართოს, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - drugmonitor@ita.gov.ge. გადმოგზავნილ ინფორმაციაში უნდა მიუთითოს: ორგანიზაციის დასახელება, ობიექტის მისამართი, საიდენტიფიკაციო ნომერი და საკონტაქტო პირი.


დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ, მოგვმართოთ ცხელ ხაზზე - 032 2 510021 (შიდა ნომერი - 1616) ან ელექტრონულ მისამართზე: appsupport@ita.gov.ge


ელექტრონული სისტემა 2023 წლის 1-ელ მარტამდე საპილოტე რეჟიმში იმუშავებს. 1-ლი მარტიდან 15 მარტამდე, დამრღვევი დაწესებულება მხოლოდ გაფრთხილებას მიიღებს. 15 მარტიდან კი ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის შესახებ ინფორმაციის/დოკუმენტის ხელმისაწვდომობის წესის დარღვევა გამოიწვევს გაფრთხილებას, განმეორების შემთხვევაში - სამართალდამრღვევი 5000 ლარით დაჯარიმდება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up