„ჯანდაცვის სამინისტროს შეგვიძლია, ზრუნვის სამინისტრო დავარქვათ“-გიორგი გახარია

„ჯანდაცვის სამინისტროს შეგვიძლია, ზრუნვის სამინისტრო დავარქვათ“-გიორგი გახარია

access_time2020-06-18 12:22:47

აქ ყოფნას დღეს აქვს ძალზედ დიდი მნიშვნელობა. ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, შრომა, დევნილები, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, გადაუდებელი მედიცინა - ამ სამინისტროს შეგვიძლია ზრუნვის სამინისტრო დავარქვათ და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა ბოლო 4 თვის განმავლობაში, როცა მსოფლიო დადგა გლობალური გამოწვევის წინაშე. ჯანდაცვის თითოეულ თანამშრომელს, პირველ რიგში, მინისტრს მინდა, მადლობა გადავუხადო იმ 24-საათიანი შრომისთვის, რომელიც მათ გაწიეს ბოლო 4 თვეში. ასევე, მინდა, დარწმუნებით გითხრათ, რომ იმავე რეჟიმში განაგრძობენ ეს ადამიანები წარმატებულ ბრძოლას, როდესაც ეს დაგვჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ, სხვებთან შედარებით, წარმატებით გაართვა თავის ამ გამოწვევას, თუმცა, ჯერ არაფერი დასრულებულა.


„გლობალური პანდემია არ არის საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გამოწვევა, არამედ ეს გლობალური გამოწვევაა და სიამაყით მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ, მინისტრის ხელმძღვანელობით, სხვებთან შედარებით წარმატებით გაართვა თავი ამ გამოწვევას, თუმცა, არაფერი დასრულებულა და ყველაფერი გრძელდება. ჩვენს მოქალაქეებს სიმშვიდეს სძენს სწორედ ის სახეები, რომლებიც დღეს აქ გახლავთ წარმოდგენილნი. ჯანდაცვის სამინისტრო, ეს სისტემური სამინისტროა, რომელიც ფარავს ადამიანების ცხოვრების ძალიან ბევრ სფეროს. ის რეფორმები, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში დაიწყო სამინისტროში, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შესძინოს მდგრადობა იმ მიღწევას, რომელსაც ჯანდაცვის სისტემამ 2012 წლიდან მიაღწია. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ მივედით თითოეულ ადამიანამდე და მას ვაგრძნობინეთ სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვა მის ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე, სოციალურ მდგომარეობაზე, შრომით უზრუნველყოფაზე, სამუშაო ადგილებსა და კიდევ ბევრ რამეზე. ამ ყველაფერს უზრუნველყოფს ჯანდაცვის სამინისტრო,"- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.



გიორგი გახარიამ მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის სისტემის თითოეულ თანამშრომელს და მათ წარმატება უსურვა.


„მინდა, გისურვოთ წარმატება და თითოეულ თქვენგანს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა - ჯანდაცვის სისტემის ყველა თანამშრომელს, ექიმს, სამოქალაქო თანამშრომელს, ყველას. თქვენზე დაყრდნობით, თქვენი იმედით, დარწმუნებული ვარ, ასევე წარმატებით გავართმევთ თავს ყველაფერ იმას, რაც გველის მომავალში. ყოველთვის ვიმეორებ და ახლაც ვიტყვი - ვირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია, ვირუსს ჩვენ თქვენთან ერთად ვებრძვით და ერთობლივი მიღწევა არის ის, რომ ვირუსის გავრცელებას ვაკონტროლებთ. ასე უნდა გავაგრძელოთ, ვისწავლოთ ცხოვრება ვირუსთან ერთად. ჩვენ გავიარეთ შესანიშნავად შეჩერების ეტაპი, კარგად გავიარეთ ადაპტაციის ეტაპი და ახლა ვართ მართვის ეტაპზე, რაც ბევრად, დიდწილად არის დამოკიდებული თქვენს პროფესიონალიზმზე. გმადლობთ და წარმატებას გისურვებთ!,"- მიმართა პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up