ჯანდაცვის სამინისტროში ცვლილებები კადრებით დაიწყო. ცნობილია, რომ ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს ახალი მოადგილე ჰყავ ს. ამ პოსტზე ილია ღუდუშაური გიორგი წოწკოლაურს ჩაენაცვლა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის პოსტი გიორგი წოწკოლაურს 2018 წლის სექტემბრიდან ეკავა.
რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის ახალ მოადგილეს ილია ღუდუშაურს, 2021 წლის ნოემბერში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ამ დრომდე მას სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის თანამდებობა ეკავა. უფრო ადრე, 2017-2018 წლებში მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო.
ჯერჯერობით არ კონკრეტდება თანამდებობა წოწკოლაურმა თავისი ნებით დატოვა, თუ ახალმა მინისტრმა გაათავისუფლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე დანარჩენი მოადგილეები პოსტებზე რჩებიან.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზურაბ აზარაშვილის კანდიდატურა 2021 წლის 27 დეკემბერს წარადგინა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობა 9 დეკემბერს დატოვა.