უნდა უზრუნველვყოთ, რომ კორონავირუსზე ჩვენმა პასუხმა უნებლიედ არ შექმნას აუცილებელი ნივთების დეფიციტი და არ გაამწვავოს შიმშილი და საკვების უკმარისობა, - ნათქვამია გაეროს საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორების ერთობლივ განცხადებაში.
„მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში დამოკიდებულია საერთაშორისო ვაჭრობაზე კვების უსაფრთხოებისა და საარსებო საშუალებების კუთხით. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნები ზომებს იღებენ კორონავირუსის პანდემიის შეკავების მიზნით, ყურადღება უნდა მიექცეს სურსათის მომარაგებაზე პოტენციური ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
გაეროს საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორების ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ვაჭრობასთან დაკავშირებულმა ზომებმა არ შეაფერხონ სურსათის მიწოდების ქსელის ფუნქციონირება.
Imedinews.ge