ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, ორგანიზაციამ კომპანიებთან, Pfizer-სა და BioNTech-თან შეთანხმებას მიაღწია, რომელიც, COVAX-ს სქემის ფარგლებში, შედარებით ღარიბი ქვეყნებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 40 მილიონი დოზის მიწოდების შესაძლებლობას იძლევა.
მისივე თქმით, კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულება ღარიბ ქვეყნებს საშუალებას მისცემს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ვაქცინაცია თებერვალში დაიწყონ.
ამასთან, Pfizer-ის ხელმძღვანელმა ალბერტ ბურლამ ჟენევაში გამართულ ვირტუალურ კონფერენციაზე განაცხადა, რომ ვაქცინის გაგზავნა თავდაპირველად კომპანიისთვის კომერციულად მომგებიანი არ იქნება. მისი განმარტებით, განვითარებად ქვეყნებს ვაქცინებზე ისეთივე წვდომა უნდა ჰქონდეთ, როგორც დანარჩენ მსოფლიოს.
Ipn.ge