გლობალურ დონეზე კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის პოტენციური გავრცელების ალბათობა მაღალია, - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.
„მუტაციების გათვალისწინებით, რამაც იმუნური დაცვის გარღვევისა და გადაცემის პოტენციალი შეიძლება გაზარდოს, გლობალურ დონეზე „ომიკრონის“ შემდგომი გავრცელების ალბათობა მაღალია. ამ მახასიათებლებიდან გამომდინარე, კორონავირუსის მომავალი ტალღები შესაძლებელია, რასაც მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ეს დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე, მათ შორის, იმაზე, თუ სად შეიძლება მოხდეს ახალი ტალღა. „ომიკრონთან“ დაკავშირებული საერთო გლობალური რისკი შეფასებულია, როგორც ძალიან მაღალი“, - ნათქვამია განცხადებაში.
28 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის შესახებ განახლებული ინფორმაცია გაავრცელა.
imedinews.ge