ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ყვავილის მზარდი შემთხვევების დაფიქსირების გამო, გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
აღნიშნულის თაობაზე ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გებრეიესუსის განცხადებით, მან მაინც გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, მიუხედავად იმისა, რომ ჯანმო-ს კომიტეტმა ვერ შეძლო კონსენსუსის მიღწევა, რადგან
რისკი ევროპაში არის - „მაღალი, ხოლო გლობალურად კი „ზომიერი.
მისივე თქმით, მსოფლიოს 75 ქვეყენაში მაიმუნის ყვავილის 16 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
წყარო: https://www.nytimes.com/