ჯანმო - მსოფლიოში გავრცელებულმა 8 მილიარდმა ვაქცინამ შესაძლოა, 144 ტონა დამატებითი ნარჩენი წარმოქმნას

ჯანმო - მსოფლიოში გავრცელებულმა 8 მილიარდმა ვაქცინამ შესაძლოა, 144 ტონა დამატებითი ნარჩენი წარმოქმნას

access_time2022-02-02 16:30:00

პანდემიის დროს რამდენიმე ათეული ათასი ტონა სამედიცინო ნარჩენი წარმოიქმნა, რაც ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოს პოტენციურ საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში წერია.



ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის მარტიდან 2021 წლის ნოემბრამდე, გაეროს ერთობლივი საგანგებო ინიციატივის ფარგლებში, ქვეყნებისთვის დასახმარებლად, დაახლოებით, 87 000 ტონა პირადი დამცავი საშუალება იქნა შეძენილი. ჯანმო-ს ინფორმაციით, ამ საშუალებების უმეტესობა გამოყენების შემდეგ ნარჩენებად გადაიქცა. ანგარიშის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამ მონაცემებში არ შედის გაეროს ინიციატივის მიღმა შეძენილი საშუალებები და ერთჯერადი ნიღბები, რომლებსაც მოქალაქეები ყიდულობდნენ და ბოლოს აგდებდნენ.



გარდა ამისა, კვლევის პერიოდში მთელ მსოფლიოში შეძენილ იქნა, დაახლოებით, 140 მილიონი COVID-19 ტესტის კომპლექტი, რომელიც შესაძლოა, 2,6 ათას ტონა არაინფექციურ და 732 ათას ლიტრ ქიმიურ ნარჩენად გადაიქცეს.




ამასთან, მთელ მსოფლიოში გავრცელებული ვაქცინების 8 მილიარდმა დოზამ, გამოყენებული ნემსების, შპრიცებისა და კონტეინერების სახით, შესაძლოა, 144 ტონა დამატებითი ნარჩენი წარმოქმნას.



მითუმეტეს, ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებების, დაახლოებით, 30%-ს არათუ COVID-19-ის, არამედ სტანდარტული სამედიცინო ნარჩენების გადასამუშავებელი მოწყობილობაც კი არ გააჩნია.



„ერთი მხრივ, სამედიცინო მუშაკებს უნდა ჰქონდეთ პირადი დამცავი აღჭურვილობა, მაგრამ მეორე მხრივ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ საშუალებებს უსაფრთხოდ, გარემოსთვის ზიანის მიყენების გარეშე იყენებენ,“ - აცხადებს ჯანმო-ს საგანგებო სიტურაციების პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი, მაიკლ რაიანი.



BPN.GE



თეგები:
ჯანმო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up