ჯანმო-ს ევროპის რეგიონული დირექტორი - საქართველოში „კოვიდ-19“-ზე რეაგირება არის ძალიან კარგი და ამ საქმეს უძღვებიან როგორც მინისტრი, ასევე ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანმო-ს ევროპის რეგიონული დირექტორი - საქართველოში „კოვიდ-19“-ზე რეაგირება არის ძალიან კარგი და ამ საქმეს უძღვებიან როგორც მინისტრი, ასევე ჯანდაცვის სამინისტრო

access_time2020-12-18 13:10:40

„კოვიდ-19“-ზე რეაგირება ძალიან კარგად არის თქვენს ქვეყანაში და მას უძღვება როგორც მინისტრი, ასევე ჯანდაცვის სამინისტრო, – ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა.

„სამი მიზანი გვაქვს. პირველი, რომ „კოვიდ-19“-ის საკითხებზე ერთად ვიმუშაოთ ჯანდაცვის მუშაკებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან.მეორე მიზანია, რომ შევთანხმდეთ, როგორ ვიმუშავებთ ზოგადად ჯანდაცვის რეფორმის საკითხებზე. ქალბატონ მინისტრს მინდა მივულოცო, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პირობებში იმყოფებით, მაინც გრძელდება საქართველოში უნივერსალური ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის კუთხით მუშაობა. მესამე მიზანია, რომ გაძლიერდეს ჯანმოს საქართველოს ოფისის მუშაობა. რასაც მე ვხედავ, რეაგირება „კოვიდ 19“-ზე ძალიან კარგად არის თქვენს ქვეყანაში და მას უძღვება როგორც მინისტრი, ასევე ჯანდაცვის სამინისტრო. რადგანაც ყველა მხრიდან იყო ჩართულობა, როგორც მეცნიერების ასევე საზოგადოების . ეს მონაწილეობა იყო ძლიერი და აქტიური“, – განაცხადა ჰანს კლუგემ.

მისივე თქმით, საქართველოში მთელი რიგი ინოვაციები ნახა, რომელიც ქვეყანას კარგ სამსახურს უწევს ამ მიმართულებით.

„ვნახე, როგორც ცხელების ცენტრები, ასევე ონლაინკლინიკა, რომელსაც დღეს ვიზიტით ვესტუმრე, ასევე კოვიდსასტუმროები. ბევრ ქვეყანაში პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ პანდემიას მხოლოდ კლინიკებში ებრძვიან. ამ ბრძოლას მხოლოდ კლინიკებში ბრძოლით ვერ მოვიგებთ, თუკი ეს ფოკუსი არ გადავიდა ანილი სხვა მიმართულებებით. მაგალითად, როგორიც არის კოვიდსასტუმროები. ჩვენ მინისტრთან ვისაუბრეთ და ნამდვილად გვირაბის ბოლოს ჩანს შუქი, რადგან ვაქცინა არსებობს „კოვიდ 19“-ის წინააღმდეგ. ბოლომდე შედეგის მისაღებად ჯერ კიდევ დროა დარჩენილი. ამიტომ ამ გარდამავალ, შუალედურ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისობა დადგენილ სტანდარტებთან და რეგულაციებთან, ამის დაცვა ევროპისთვის საქართველოსთვის. ეს ზომებია ხელის დაბანა, დისტანცია ასევე, რესპირატორული ჰიგიენა, ნიღბის ტარება და თუ კი ვერ გრძნობთ თავს კარგად, სახლში დარჩენა. ეს ძალიან მარტივად განსახორციელებელი ზომებია, რომელიც მაღალ ტექნოლოგიებს არ მოითხოვს, მაგრამ ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენს. მონაცემებს თუ შევხედავთ, ამ ზომების განხორციელებას დღეს საქართველოში დადებითი ტენდენცია აქვს. ჩვენ მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში ვიმუშავებთ და კიდევ მეტ ინფორმაციას მოვიპოვებ, მეტი მეცოდინება. საქართველო ჩემთვის პრიორიტეტული ქვეყანაა. კიევიდან ჩამოსასვლელად 24 საათი დამჭირდა. ეს ორმხრივად მომგებიანი სიტუაციაა. ჩვენ საქართველოს გამოცდილებას, ცოდნას ვაწვდით და ასევე ამ ქვეყნიდანაც ვსწავლობთ“, – განაცხადა კლუგემ.


ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე საქართველოში დღეს ჩამოვიდა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის​ ევროპის რეგიონის ოფისის ქვეყნის ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელი ნინო ბერძული; ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი რეაგირებისა და დახმარების განყოფილების პროექტის მართვის ოფიცერი ნატალია დიმოვა-ჩერტოიანოვა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის საქართველოში ვიზიტი ხუთდღიანია და 22 დეკემბერს დასრულდება.

1tv.ge

თეგები:
„კოვიდ-19“



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up