ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, მსოფლიო პანდემიის საფრთხის წინაშე უკანასკნელად არ დგას.
„ნუ დავუშვებთ შეცდომას: ეს არ იქნება ბოლო შემთხვევა, როდესაც სამყარო პანდემიის საფრთხის წინაშე დგას. ევოლუციური რეალობაა, რომ ახალი ვირუსი გაჩნდება, რომელიც პოტენციურად უფრო გადამდები და მომაკვდინებელი იქნება, ვიდრე ეს ვირუსი“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გამო პანდემია გასული წლის 11 მარტს გამოაცხადა.
IPN.GE