„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი ქვეშტამი XBB.1.5, ე.წ. კრაკენი „ომიკრონის მსგავსია. მას არ ახასიათებს ძალიან მაღალი ტემპერატურა, ასევე არ მოქმედებს ფილტვებზე.
ჩხაიძის თქმით, ახალი ქვევარიანტისგან თავდასაცავად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მესამე ან მეოთხე დოზით აცრის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.
„თუ თქვენ გადატანილი გაქვთ კორონავირუსი 2022 წლის ივლისამდე, ჯერ კიდევ შენარჩუნებული გაქვთ მდგრადობა „ომიკრონის“ სუბვარიანტის მიმართ, თუ თქვენ ვაქცინირებული ხართ ახალი ბივალენტური ვაქცინით, ან გაკეთებული გაქვთ „ბუსტერი“ სექტემბრის შემდეგ პერიოდში, თქვენი დაცვა ამ ვარიანტის წინააღმდეგ მაღალია. ჯანმო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თუ გვინდა თავი დავიცვათ ამ ქვევარიანტისგან, მესამე ან მეოთხე დოზით უნდა ავიცრათ.
რაც შეეხება კლინიკურ მიმდინარეობას, ის „ომიკრონის“ მსგავსია - არ ახასიათებს ძალიან მაღალი ტემპერატურა, არ მოქმედებს ფილტვებზე, ასევე არ ახასიათებს ძლიერი სისუსტე“, -აღნიშნავს ჩხაიძე.