ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ 2021 წელს საერთაშორისო საზოგადოებამ კორონავირუსის ახალ შტამებს ყურადღება უნდა მიაქციოს.
ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, 2021 წელს მსოფლიოს ახალი გამოწვევები ელოდება, მათ შორის კორონავირუსის ახალი ვარიანტები.
„ამჟამად, ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ მეცნიერებთან, რათა უკეთ გავიგოთ ვირუსის ნებისმიერი ცვლილება, ასევე ის, თუ რა გავლენას ახდენს ის ვირუსის გავრცელებასა და დაავადების გამოწვევაზე“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.
14 დეკემბერს მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ვირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში არ არის.
imedinews.ge