ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ახლა მსოფლიოში იდეალური პირობებია შექმნილი კორონავირუსის უფრო გადამდები და უფრო სახიფათო შტამის გაჩენისთვის.
„ფაქტობრივად, იდეალური პირობებია შექმნილი უფრო გადამდები და უფრო სახიფათო ვარიანტების გაჩენისთვის. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია მიმდინარე წელს დავასრულოთ კორონავირუსის პანდემია, როგორც გლობალური ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა. ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები ამისთვის“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.
ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, ზოგიერთ ქვეყანაში, ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი „ომიკრონი“ ვარიანტის დაბალ სიმძიმესთან ერთად ცრუ ნარატივს იწვევს, რომ პანდემია დასრულდა.
imedinews.ge