ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა იმ ქვეყნებსა და კომპანიებს, რომლებიც ვაქცინების მიწოდებას აკონტროლებენ, მოუწოდა, პრიორიტეტული გახადონ ვაქცინების COVAX-ის პლატფორმისთვის გაზიარება.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვთხოვთ იმ ქვეყნებსა და კომპანიებს, რომლებიც ვაქცინების გლობალურ მიწოდებას აკონტროლებენ, პრიორიტეტული გახადონ ვაქცინების COVAX-ის პლატფორმისთვის გაზიარება“, - აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
imedinews.ge