ჯანმოს ექსპერტი - COVID 19 არ უნდა შევადაროთ გრიპს, რადგან ჯერ კიდევ გაცილებით მეტად მომაკვდინებელია, ვიდრე გრიპი

ჯანმოს ექსპერტი - COVID 19 არ უნდა შევადაროთ გრიპს, რადგან ჯერ კიდევ გაცილებით მეტად მომაკვდინებელია, ვიდრე გრიპი

access_time2022-02-04 14:20:00

თუ ადამიანების დიდი რაოდენობა ნებისმიერ ქვეყანაში არ იქნება ვაქცინირებული, ეს პანდემია არ დასრულდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ევროპის ბიუროს ინციდენტობის მენეჯერმა ჰეზერ პაპოვიცმა „ინტერპრესნიუსის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, პანდემიის დასრულების კეთილსაიმედო პროგნოზი, გავრცელდება თუ არა იმ ქვეყნებზე, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ არის ვაქცინირებული.


როგორც ჰეზერ პაპოვიცმა აღნიშნა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ 2022 წელს პანდემიის „საგანგებო მდგომარეობის ფაზა“ დასრულდება, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის გამოყენებას ვირუსზე წნეხის შესანარჩუნებლად.


„როგორც ჩვენ უკვე ვნახეთ, იმან, რაც ხდება ერთ ქვეყანაში, შეუძლია სწრაფად მოახდინოს გავლენა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ მდგომარეობაზე. პანდემია, სავარაუდოდ, 2022 წლის ბოლოსთვის არ დასრულდება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვაკვირდებით ვაქცინების განაწილების არათანასწორობას ჩვენს რეგიონში, ისევე როგორც მსოფლიოში.


ვაქცინების განაწილება რადიკალურად განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით ჩვენს რეგიონშიც და მერყეობს 95%-დან 32%-მდე. ჩვენ უნდა შევავსოთ ვაქცინის განაწილებისას არსებული ეს სხვაობა, თუ გვსურს, რომ ამ პანდემიიდან გამოვიდეთ.


იმედი გვაქვს, რომ 2022 წელს შევძლებთ პანდემიის „საგანგებო მდგომარეობის ფაზის“ დასრულებას, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის გამოყენებას ვირუსზე წნეხის შესანარჩუნებლად.



აქვე უნდა ვთქვა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აფასებს ევროპის რეგიონში ქვეყნების მიერ გამოხატულ სოლიდარობას, რომლის დროსად 330 მილიონი დოზა ვაქცინის განაწილება მოხდა საჭიროების მქონე ქვეყნებისთვის. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანაში მოწყვლადი საზოგადოებას, შემოსავლის დონის გაუთვალისწინებლად, მიეწოდებოდეს ვაქცინის ყველა დოზა უფასოდ,“- განაცხადა ჰეზერ პაპოვიცმა.


ამასთანავე, როგორც მან განმარტა, არ უნდა შევადაროთ COVID-19 გრიპს. მისი თქმით, COVID-19 ძალიან გადამდებია და ჯერ კიდევ შეიძლება იყოს მომაკვდინებელი, გაცილებით მეტად, ვიდრე გრიპი.


„კოვიდის გრიპის მსგავსად განხილვა მხოლოდ უბიძგებს ადამიანებს თავდაცვის საშუალებები შეასუსტონ და მათზე უარი თქვან, რაც უკანასკნელი რამ არის, რაც შეიძლება ახლა გავაკეთოთ.


გრიპისა და SARS-CoV-2 ვირუსი ორ ძალიან განსხვავებულ ოჯახს წარმოადგენენ სიმძიმის, გადადების სისწრაფის, მოწყვლადი ჯგუფებისა და სამკურნალო საშუალებების მიხედვით.


აქედან გამომდინარე, ძალიან ადრეა COVID-19 გამოვაცხადოთ ენდემურ დაავადებად. აქამდე ჯერ კიდევ საკმაო გზაა გასავლელი. დაავადების ენდემურობა განისაზღვრება ცირკულირების სტაბილურობითა და გავრცელების დონის წინასწარ განსაზღვრის შესაძლებლობით. კოვიდის შემთხვევაში კი ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს დიდი დოზის განუსაზღვრელობა,“- განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.


წყარო: ipn.ge




თეგები:
COVID 19



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up