COVID-19-ის პანდემია წელს დასრულდება და საერთაშორისო შეზღუდვები მოიხსნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
”დარწმუნებული ვარ, რომ წელს რაღაც მომენტში ჩვენ შევძლებთ ვთქვათ, რომ COVID-19 დასრულდა, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო საზრუნავი და როგორც პანდემია,” - თქვა გებრეიესუსმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მსოფლიო ახლა „ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ოდესმე პანდემიის დროს“ და COVID-19-ის სიტუაციიდან გამომდინარე სამი ძირითადი გაკვეთილი დაასახელა: მეცნიერების მნიშვნელობა, თანამშრომლობა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა.