ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფმა მორიგი ზეპირი მოსმენა გამართა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფმა მორიგი ზეპირი მოსმენა გამართა

access_time2021-12-09 11:00:00

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილმა თემატური მოკვლევის ჯგუფმა, რომელიც მუშაობს საკითხზე „COVID-19 გამოწვევებზე საპასუხოდ, აღმასრულებელი უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებების გავლენა ქვეყნის სოციალური დაცვის სისტემის ეფექტიანობაზე“, მეორე ზეპირი მოსმენა გამართა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.



ამჯერად, თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მთავრობის სხვადასხვა უწყების, დედაქალაქის მერიის და მისი რაიონული გამგეობების, რამდენიმე რეგიონის წარმომადგენლებს შეხვდნენ, ვინც თემატურად უშუალოდ ჩართულია კოვიდის პირობებში მოსახლეობის სოციალური დაცვის საკითხებში.



ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, თემატური მოკვლევის ჯგუფი კოვიდპანდემიის დროს მოსახლეობის სოციალური დაცვის კუთხით აღმასრულებელი უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობას იკვლევს და ეს ახლა მით უფრო ყურადსაღებია, ვინაიდან ქვეყანას დღესაც ჯერ კიდევ პანდემიის პირობებში უწევს ცხოვრება და თუ თემატური მოკვლევის შედეგად გამოიკვეთება, რომ აუცილებელია გარკვეული კორექტივების შეტანა მოსახლეობის სოციალური დაცვის სისტემის გაუმჯობესებაში, კომიტეტი შესაბამის გადაწყვეტილება მიიღებს.



„აღმასრულებელმა ხელისუფლებამ სხვადასხვა მხარდამჭერი პროგრამა განახორციელა, რამაც გარკვეულწილად შეამსუბუქა კონკრეტული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ჩვენი კომიტეტი, რომელიც საზედამხედველო ფუნქციითაა აღჭურვილი, ცდილობს შეაფასოს, გააკეთოს ანალიზი თუ რამდენად ეფექტური იყო გატარებული ღონისძიებები, რაზეც საკმაოდ დიდი თანხები დაიხარჯა. პროცესის შეფასებისა და ანალიტიკის შემდეგ, კომიტეტი გასცემს რეკომენდაციებს აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.





თემატური მოკვლევის მიზნები და ამოცანები კიდევ ერთხელ განმარტა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელმა დავით სერგეენკომ და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას, კერძოდ: რა ეკონომიკური უკუგება, შედეგი ჰქონდა მთავრობის მიერ განხორციელებულ ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც სოციალური მხარდაჭერის პროგრამებს უკავშირდება; რამდენად სწორად იყო შერჩეული მოწყვლადი ჯგუფები, რომლებზეც განხორციელდა მხარდაჭერა; რა იყო ბარიერები და წინაღობები ამ პროგრამების განხორციელებისას და რამდენად იყო ინფორმირებული მოსახლეობა სოციალური დახმარებების პროგრამების შესახებ.



დავით სერგეენკოს ინფორმაციით, თემატური ჯგუფის წევრები უკვე შეხვდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლის დროსაც გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რომელთა გადაწყვეტა მნიშვნელოვანი იქნებოდა პანდემიის პერიოდში მოსახლეობის სოციალური დაცვისთვის.



როგორც მან განაცხადა, ორივე ზეპირი მოსმენის შედეგად, მიღებულ მონაცემების ანალიზი გაკეთდება და თემატური ჯგუფი შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებს.



დავით სერგეენკომ იმედი გამოთქვა, რომ დასახული ამოცანების შესრულებას ერთობლივად აუცილებლად შეძლებენ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up