ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საპენსიო სააგენტოს საქმიანობაზე იმსჯელა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საპენსიო სააგენტოს საქმიანობაზე იმსჯელა

access_time2022-01-31 23:46:17

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს 2021 წლის 6 თვის საქმიანობის ანგარიში მოისმინა, რომელიც კანონმდებლებს საპენსიო სააგენტოს დირექტორმა გიორგი დანელიამ გააცნო. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.



„2021 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, მთლიანად ჩვენს ელექტრონულ სისტემაში იყო 5 809 დამსაქმებელი - ორგანიზაცია და გაწევრიანდა 60 143 დასაქმებული-ახალი ბენეფიციარი. ჯამში სქემაში გაწევრიანებული ადამიანების რიცხვი იყო დაახლოებით ერთი მილიონ 166 ათასი, დღეისთვის კი ეს რიცხვი მილიონ 200 ათასს აჭარბებს“, - განაცხადა გიორგი დანელიამ.



მომხსენებელმა ანგარიშში ყურადღება ძირითადად ორ მიმართულებას - საოპერაციო და საინვესტიციო მიმართულებებს დაუთმო და ამ კუთხით სააგენტოს მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სააგენტომ შარშან დაიწყო მუშაობა სერვისების ელექტრონული ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით - ეს ეხება ცნობების გაცემას, პენსიის დანიშვნას, სქემაში გაწევრიანებას, სქემის დატოვებას და ა. შ. გიორგი დანელიას ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში საპენსიო სააგენტოს გახსნილი ჰქონდა ნომინალური მფლობელობის ანგარიშები საქართველოს 10 (ათი) კომერციულ ბანკში, ასევე საქართველოს ეროვნულ ბანკში.



ამ პერიოდში ნომინალური მფლობელობის ანგარიშებზე არსებულ თანხებზე დარიცხული ნომინალური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 8.00-დან 9.60-მდე პროცენტს და, შესაბამისად, დარიცხული საპროცენტო სარგებლის ოდენობამ 18,243,117.18 ლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში 1,007 დასაქმებულმა ისარგებლა დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის უფლებით. დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასული დასაქმებულებიდან აღნიშნულ პერიოდში სქემაში ხელახლა გაწევრიანდა 158 დასაქმებული. სააგენტომ ამასთანავე დაიწყო უკვე დაგროვილი თანხების გაცემაც და ამ პერიოდის განმავლობაში მიღებულ იქნა 423 განცხადება. მათ შორის: 135 განცხადება საპენსიო ასაკის მიღწევის გამო პენსიის დანიშვნის თაობაზე; 144 განცხადება შესაძლებლობის შეზღუდვის გამო პენსიის დანიშვნის თაობაზე; 7 განცხადება საქართველოს სამუდამოდ დატოვების გამო პენსიის დანიშვნის თაობაზე და 137 განცხადება მემკვიდრის მიერ გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივების მიღების თაობაზე.




საპენსიო სააგენტოს დირექტორის განცხადებით, მიღებული განცხადებებიდან დაკმაყოფილებულ იქნა 281 და საანგარიშო პერიოდში გაცემული პენსიისა და საპენსიო აქტივების ჯამურმა ოდენობამ 546,851.63 ლარი შეადგინა.



საინვესტიციო მიმართულებებზე საუბრისას გიორგი დანელიამ აღნიშნა, რომ საინვესტიციო საქმიანობას წარმართავს საინვესტიციო საბჭო, შემდგარი ოთხი წევრისგან: ოლივიერ რუსო (თავმჯდომარე), ჟან-ფრედერიკ პოლსენი (თავმჯდომარის მოადგილე), მაიკლ რიდლი და ტიმო ვიჰერკენტა, რომლებიც პარლამენტის მიერ არიან დანიშნულნი.



2021 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში საინვესტიციო სამსახური აქტიურად განიხილავდა სხვადასხვა საინვესტიციო შესაძლებლობებს ქართულ კომერციულ ბანკებთან, რომლებიც საკრედიტო რისკის და სხვა მინიმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ.



2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით საინვესტიციო აქტივების მოცულობა შეადგენდა 1 მილიარდ 548 მილიონ 282ათას 942 ლარს და განთავსებული იყო 8 ქართულ კომერციულ ბანკში. მომხსენებლის განცხადებით, საპენსიო ფონდის მომგებიანობა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 2021 წლის 30 ივნისამდე შეადგენდა 24.5%-ს, ინფლაციის გათვალისწინებით, ბენეფიციარებმა საბოლოოდ რეალური 5%-იანი სარგებელი მიიღეს.



მომხსენებელმა ყურადღება დაუთმო ასევე რისკის კონტროლის სამსახურის საქმიანობას და უპასუხა კომიტეტის წევრების კითხვებს.



საბოლოოდ კომიტეტმა საპენსიო სააგენტოს 2021 წლის 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს მხარი დაუჭირა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up