ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში კოვიდპაციენტების პირველადი ჯანდაცვის მართვაზე იმსჯელეს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში კოვიდპაციენტების პირველადი ჯანდაცვის მართვაზე იმსჯელეს

access_time2022-02-01 23:59:58

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში, პირველადი ჯანდაცვის დონეზე ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) დაავადებული პაციენტების მართვის თაობაზე, პირველადი ჯანდაცვის ექიმებთან შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.


საოჯახო მედიცინის ცენტრის წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პირველადი ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემები გააცნეს.


როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დღეს პირველადი ჯანდაცვის რგოლს ფუნქცია ფაქტობრივად დაკარგული აქვს და მოსახლეობის დიდი ნაწილი მისი გვერდის ავლით, პირდაპირ კლინიკებს მიმართავს, რაც კიდევ უფრო მეტ პრობლემებს ქმნის, განსაკუთრებით კი ახლა, პანდემიის დროს.


არსებულ პრობლემებს შორის, დასახელდა ოჯახის ექიმის კადრების სიმცირე, დაბალი ანაზღაურება, განათლების უწყვეტობა, ახალი კადრების ნაკლებობა, რაც სხვა პრობლემებთან ერთად, მოტივაციის უქონლობით არის გამოწვეული.



საოჯახო მედიცინის ცენტრის წარმომადგენლების აზრით, საჭიროა ოჯახის ექიმების როლის გაზრდა და საოჯახო მედიცინის ინსტიტუტის გაძლიერება.


პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკოს განცხადებით, ის რომ კოვიდპაციენტების ტრიაჟის დეცენტრალიზაცია უნდა მოხდეს ოჯახის ექიმებზე, ეს არის მოცემულობა და კარგია, რომ სამინისტრომ იგივე გადაწყვეტილება მიიღო.


მისივე თქმით, პრობლემები ზოგადად გამოკვეთილია, ახლა საჭიროა მათი გადაჭრის პრაქტიკული გზების ძიება.


შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ უახლოეს პერიოდში კომიტეტში წარმოდგენილი იქნება პრობლემების მოგვარებისთვის აუცილებელი რეკომენდაციები, რის შემდეგაც სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up