ესპანეთის ლიმნისა და გრეიფრუტის მწარმოებელთა ასოციაცია Ailimpo-ს განცხადებით, „ევროკავშირის ხელისუფლების მიერ დადასტურებული 10 გაფრთხილება მიუთითებს იმაზე, რომ თურქეთის ხილის სექტორი სერიოზული პრობლემების წინაშე დგას და ევროპელ მომხმარებლებს სურსათის უვნებლობის გარანტიებს ვერ სთავაზობს.“
„ევროპელმა მყიდველებმა, რომლებიც უახლოეს კვირებში თურქეთიდან ლიმონის მიწოდების გრაფიკს გეგმავენ, ეს სიტუაცია უნდა გაითვალისწინონ,“ - ნათქვმაია Ailimpo-ს განცხადებაში, რომელსაც Freshfruit ავრცელებს.
ევროკავშირის სურსათის სწრაფი გაფრთხილების სისტემის (RASSF) მონაცემებით, მიმდინარე წლის ბოლო 2 თვეში თურქეთიდან იმპორტირებული ლიმონის 10 პარტიაში პესტიციდების ქლორპირიფოსის, პროქლორაზისა და ქლორპირიფოს-მეთილის ნარჩენები აღმოაჩინეს. თურქულ ციტრუსში პესტიციდების ნარჩენების შემცველობა ზოგიერთ შემთხვევაში ნორმას 75-ჯერ აჭარბებდა. თურქულ ლიმონთან დაკავშირებით მსგავსი ინციდენტები დაფიქსირდა რუმინეთში, სლოვენიაში, გერმანიასა და ესტონეთში.
„სეზონის დასაწყისში RASFF-ის სანიტარულ გაფრთხილებების რაოდენობა უპრეცედენტოდ რეკორდულია, რაც მოსავლის დაცვის საშუალებების მარკეტინგსა და გამოყენებაზე თურქეთის ოფიციალური სისტემის ხარვეზებზე მიუთითბს. მოცემული მონაცემები გვაწვდის ძირითად ინფორმაცია სევროპის საცალო ვაჭრობის ქსელებისთის და ევროპელი მომხმარებლებისთვის, რაც ევროკავშირის სურსათის უვნებლობის სტანდარტებთან თურქული ლიმნის შეუსაბამობას ასახავს,“ - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში, რომელიც RASSF-ის მონაცემებს ეყრდნობა.
მანამდე, „როსპოტრებნადზორმა“ 29 ოქტომბრიდან რუსეთში თურქული კომპანია Fikret degirmenci-ს მანდარინის იმპორტი აკრძალა, რისი მიზეზიც ამ ციტრუსების მიწოდებაში პესტიციდის ქლორპირიფოსის ნარჩენების დასაშვებ ზღვარზე მეტი რაოდენბით კონცენტრაცია გახდა.
წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"