ჯანსაღი კონკურენცია და დაბალფასიანი პროდუქციის გაქრობა - ვანო მთვრალაშვილი დიზელის „ევრო 5“-ის სტანდარტზე გადასვლას აფასებს

ჯანსაღი კონკურენცია და დაბალფასიანი პროდუქციის გაქრობა - ვანო მთვრალაშვილი დიზელის „ევრო 5“-ის სტანდარტზე გადასვლას აფასებს

access_time2023-01-10 11:00:49

1-ელი იანვრიდან დიზელის საწვავის ხარისხობრივი და ეკოლოგიური მახასიათებლები გამკაცრდა და ის  „ევრო 5“-ის შესაბამისი სტანდარტის საწვავს გაუთანაბრდა. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ადრე ბაზარზე სხვადასხვა სტანდარტის დიზელის საწვავის რეალიზაცია ხდება და ფასიც ხარიხის გათვალისწინებით განსხვავებული იყო, უკვე მიმდინარე წლიდან ყველა ნავთობიმპორტიორი ვალდებულია ქსელში  „ევრო 5“ სტანდარტის შესაბამისი საწვავი გაყიდოს.


„გლობალური სავაჭრო ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ვანო მთვრალაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ახალი დადგენილება ბაზარზე ჯანსაღ კონკურენციას გააჩენს, თუმცა დაბალფასიანი პროდუქციის გაქრობასაც გამოიწვევს.


„ბაზარზე ყველას ერთი სტანდარტის საწვავის ვალდებულება უჩნდებათ, რაც ჯანსაღი კონკურენციის მხრივ ვითარებას გამოასწორებს. ბაზარზე ყველა შემომტანი მეტ-ნაკლებად ჩადგება თანაბარ პირობებში. „ევრო 5“ სტანდარტის შემოსვლა იქნება წინგადადგმული ნაბიჯი ასევე გარემოსდაცვითი მიმართულებითაც.



აღნიშნული დადგენილებიდან გამომდინარე მკვეთრად ფასების ცვლილება არ მოხდება, უბრალოდ აღარ იქნება და ბაზრიდან გაქრება დაბალფასიანი პროდუქტი, რომელიც აქამდე ქსელებში იყო წარმოდგენილი, რასაც ძირითადად ძველ სატრანსპორტო საშუალებებში იყენებდნენ. დარჩება ერთი, მაღალი ხარისხის პროდუქტი, რომელიც ავტოპარკის დიდი ნაწილისთვის მისაღებია.


საქართველოში  „ევრო 5“ სტანდარტის დიზელის იმპორტი დღეს ძირითადად რუსეთიდან ხორციელდება, მაგრამ დიზელის მომწოდებლები ასევე რუმინეთი, ბულგარეთი და თურქმენეთი არიან. მნიშვნელოვანია, რომ  „ევრო 5“ სტანდარტის დიზელის საწვავის ექსპორტის დაწყებას აზერბაიჯანიც შეძლებს“,- ამბობს ვანო მთვრალაშვილი.


მთავრობის შესაბამისი დადგენილება თავდაპირველად 2021 წლის 1 იანვარს, შემდეგ კი 2022 წლის იანვარში უნდა შესულიყო ძალაში. აზერბაიჯანის სათანადო საწარმოო სიმძლავრეების არარსებობა იყო ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რის გამოც ნავთობიმპორტიორებმა მთავრობას დიზელის  „ევრო 5“ სტანდარტზე გადასვლის გადავადება რამდენჯერმე სთხოვეს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up