„ჯარიმას იხდის, რომ მგზავრების უსაფრთხოების ხარჯზე აკეთოს ფული“ - 55 ათასი მიკროავტობუსი და ავტობუსიდან, 36 ათასს ტექინსპექტირება არ გაუვლია

„ჯარიმას იხდის, რომ მგზავრების უსაფრთხოების ხარჯზე აკეთოს ფული“ - 55 ათასი მიკროავტობუსი და ავტობუსიდან, 36 ათასს ტექინსპექტირება არ გაუვლია

access_time2023-04-24 20:00:38

როგორ ტექნიკურ მდგომარეობაშია საქართველოში არსებული ავტობუსები და მიკროავტობუსები და რამდენად დაცულია მგზავრების უსაფრთხოება. ამ თემასთან დაკავშირებით „კომერსანტის“ ეთერში საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა ისაუბრა. სწორედ მისმა ასოციაციამ გაავრცელა რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია, რომ საქართველოში რეგისტრირებული 55 210 მიკროავტობუსი და ავტობუსიდან ტექინსპექტირებაზე არც ერთხელ არ გამოცხადებულა 36 560.

დავით მესხიშვილის განცხადებით, ტრანსპორტის უმრავლესობა კუსტარულად გადაკეთებულია, რათა უფრო მეტი ტევადობა ჰქონდეს, ამას ზემოდან ემატება სხვა ტექნიკური გაუმართაობებიც, რაც ქვეყანაში არაერთი ტრაგედიის მიზეზი გახდა. მესხიშვილის თქმით, საჭიროა ავტოსადგურების საკითხის მოწესრიგებაც.

„ეს საკითხი ორად იყოფა, ერთი არის კანონიერი სადგურები, რომლებიც ნებართვით ფუნქციონირებენ, თუმცა მათზე კონტროლიც ძალიან სუსტია და სტრუქტურა ისეა მოწყობილი, რომ მათ შესამოწმებლად საჭიროა სასამართლოს ნებართვა და ა.შ.  ეს ავტოსადგურებიც ვერ აკმაყოფილებენ ელემენტარულ მოთხოვნებს.  თვითონ ამ  ავტოსადგურებს ჰყავთ მიკროავტობუსები და თავისთავს ხომ არ შეამოწმებენ, ინტერესთა კონფლიქტია. ავტოსადგური უნდა იყოს გამშვები პუნქტი და არა მგზავრების გადამყვანი. ის უნდა იყოს ერთ-ერთი მაკონტროლებელი რგოლი, რომ ნახოს ტექინსპექტირება თუ აქვს გავლილი, კუსტარულად ხომ არაა გადაკეთებული, მძღოლის ჯანმრთელობა და ა.შ

მეორე ნაწილია თვითორგანიზებული უკანონო ავტოსადგურები, რომელიც მთლიანად ჩრდილოვანია, ვინ არიან, ვინ გადაჰყავთ, სად გადაჰყავთ, გვსმენია, რომ ზოგჯერ მძღოლებს შესაბამისი მართვის მოწმობაც კი არ აქვთ,“ - განაცხადა დავით მესხიშვილმა.


რა მექანიზმები უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ გარკვეულწილად იძულება მოხდეს მძღოლების, რომ სატრანსპორტო საშუალებებს ტექინსპექტირება გაატარონ - როგორც დავით მესხიშვილი ამბობს მისი ასოციაციის  მხარდაჭერა აქვს რეფორმას, რომელიც ამ სექტორში იგეგმება.

„პირველი რგოლი უნდა იყოს სადგურები და თავად სადგურები უნდა აკონტროლებდეს ხარისხს, მეორე არის ტექინსპექტირება, სადაც სამწუხაროდ კვლავ გვაქვს რეალობა, რომ მძღოლი ყოველთვიურად იხდის ჯარიმას და ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტით გადაჰყავს მგზავრები, ანუ ჯარიმას იხდის იმიტომ რომ იყიდოს ე.წ დარღვევა და მგზავრების უსაფრთხოებისა და სიცოცხლის ხარჯზე აკეთოს ფული - ამას სხვა ფორმულირება არ აქვს. მხოლოდ საჯარიმო სანქციებით ფონს ვერ გავალთ ეს არის ერთი რგოლი, მეორე რგოლი აუცილებლადაა ცნობიერების ამაღლება. ტექინსპექტირების რეფორმა რომ დაიწყო არასაკმარისი იყო ცნობიერების ამაღლების კამპანიები, შეიძლება ვიღაც გაღიზიანდეს რაში მჭირდება, რომ თქვენ მასწავლოთ ტექინსპექტირება საჭიროა თუ არაო, მაგრამ ყველას გვჭირდება გავიაზროთ - ტექინსპექტირება ეს არის სადამსჯელო პროცესი, თუ ჩვენზეა ორიენტირებული და ჩვენი სიცოცხლისთვისაა მნიშვნელოვანი,“- აღნიშნა დავით მესხიშვილმა





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up