ჯავშნები ძირითადად რუსებზე მოდის, ბევრი მათგანი booking-ზე არ უთითებს საკუთარ ქვეყანას. ამის შესახებ Hotel Mountain Mestia-ს მეპატრონემ ნათია ნაცარაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საახალწლოდ ნომრების 70%-მდე უკვე დაჯავშნილია, საიდანაც მხოლოდ ორია ევროპიდან, დანარჩენი ყველა სტუმარი კი რუსია.
„26 დეკემბრიდან 11 იანვრამდე ნომრების 60-70% დაჯავშნილია. წელს მოთხოვნა ბევრად გაზრდილია.
თუმცა, სამწუხაროდ, ტურისტების აბსოლუტური უმრავლესობა რუსები არიან. მხოლოდ ერთი გვყავს გერმანიიდან და ერთიც - საფრანგეთიდან. ბევრი მათგანი booking-ზე არ უთითებს საკუთარ ქვეყანას, მაგრამ გვარებით ვხვდებით, რომ რუსები არიან.
რაც შეეხება ფასებს, ძალიან მცირედით არის მომატებული, ზაფხულის შემდეგ, მაგალითად, ნომერი საუზმით, რომლის ღირებულება 220 ლარს შეადგენდა, ახლა 240 ლარია. 20-30 ლარით არის მომატებული“,- განაცხადა ნათია ნაცარაშვილმა.
წყარო: https://www.bpn.ge/