ჯეფ კუნსის ქანდაკება Balloon Monkey (Magenta) (მაიმუნი საჰაერო ბუშტებიდან (იისფერი)), მიწოდებული ვიქტორ და ელენა პინჩუკების მიერ, Christie's-ის აუქციონზე გაიყიდა.
როგორც უცხოური მედია წერს, ლოტის გაყიდვიდან შესული მთელი თანხა, დაახლოებით 11,5 მილიონი დოლარი, უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებას მოხმარდება.
უფრო კონკრეტულად, აუქციონიდან შესული თანხა დაიხარჯება ომის დროს მძიმედ დაჭრილი, სამხედრო და სამოქალაქო პირების რეაბილიტაციისათვის, რომლებსაც გადაუდებელი პროთეზირება და მკურნალობა ესაჭიროებათ.
აღნიშნული სკულპტურა გახდა ХХ/ХХІ საუკუნის აუქციონის ნაწილი და გაიყიდა 2022 წლის 28 ივნისს. გარდა ამისა, 2022 წლის 14 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით ის დონდონში, Christie's-ის შტაბ-ბინის გვერდით, წმინდა ჯეიმსის მოედანზეა დამონტაჟებული, რათა ნებისმიერ მსურველს ენახა და უკეთ შეეფასებინა.