ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ჩინეთისთვის რეალური შედეგები დადგება, თუ რუსეთს ლეტალურ სამხედრო დახმარებას გაუწევს.
„ჩვენი გადმოსახედიდან, რეალურად, ეს ომი პეკინისთვის რეალურ გართულებებს წარმოადგენს. და პეკინს მოუწევს საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება ეს, გაუწევს თუ არა სამხედრო დახმარებას [რუსეთს]. მაგრამ, თუ ის ამ გზით წავა, ჩინეთს რეალური ფასის გადახდა მოუწევს. და ვფიქრობ, ჩინეთის ლიდერები ამას აწონიან გადაწყვეტილების მიღებისას“, - განუცხადა სალივანმა CNN-ს.
გასულ კვირას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულია, რომ ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური დახმარების გაწევას პოტენციურად განიხილავს.