ჯეიმს ბონდის შესახებ ახალი ფილმის „სიკვდილის დრო არ არის“ პრემიერის თარიღი კიდევ ერთხელ შეიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ კინოსტუდია Metro-Golgwyn-Mayer-მა და ფილმის დისტრიბიუტორმა Universal-მა გაავრცელეს.
ფილმის პრემიერა 2021 წლის 2 აპრილს შედგება. ამის გამო Universal-ს „ფორსაჟი 9“-ის გამოსვლის თარიღის შეცვლა მოუწია, რომელიც 2 აპრილს უნდა გამოსულიყო. „ფორსაჟის“ პრემიერა 2021 წლის 28 მაისს შედგება.
თავდაპირველად „სიკვდილის დრო არ არის“ 2020 წლის აპრილში უნდა გამოსულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო პრემიერა ნოემბრამდე გადაიდო.
„სიკვდილის დრო არ არის“ ჯეიმს ბონდის შესახებ 25-ე ფილმი იქნება. სპეცაგენტის როლს კვლავ დენიელ კრეიგი შეასრულებს.
imedinews.ge