ჰონკონგის საფონდო ბირჟის დილის სესიაზე ჯეკ მას მიერ დაფუძნებული Alibaba-ს აქციების ფასი 9,4%–ით დავარდა, ხოლო სავაჭრო დღის ბოლოს კომპანიის დანაკარგმა 1,7% შეადგინა. ფასიანი ქაღალდების ვარდნა მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩინეთის ცენტრალურმა ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, ხანჩჟოუს ხელისუფლებამ 25 აპრილს კაცი სახელად მა დააკავეს, წერს სააგენტო Bloomberg.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
შემდეგ დაზუსტდა ინფორმაცია, რომ დაკავებული ჩინეთის მოქალაქე მას სახელი ორი იეროგლიფითაა დაწერილი, ხოლო ჯეკ მას (რომლის სახელი სინამდვილეში არის მა იუნი) ჩინურად მხოლოდ ერთი იეროგლიფით იწერება. დაკავებულს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებაში სდებენ ბრალს.
ჯეკ მამ Alibaba-ს დირექტორთა საბჭო 2020 წელს დატოვა.