ჯემ ნაჯაფი 3,75 მლრდ დოლარად Tottenham-ს ყიდულობს

ჯემ ნაჯაფი 3,75 მლრდ დოლარად Tottenham-ს ყიდულობს

access_time2023-02-25 23:00:03

ირანული წარმოშობის ამერიკელი ბიზნესმენი ჯემ ნაჯაფი ინგლისური საფეხბურთო კლუბი Tottenham-ის 3,75 მლრდ დოლარად ყიდვას გეგმავს. ამის შესახებ Financial Times-ი წერს.

 

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ბიზნესმენი თანამშრომლობს კონსორციუმთან, სადაც არაბეთის გაერთიანებული საემიროების ინვესტორები უმცროსი პარტნიორების როლს ასრულებენ და ფორმალური წინადადება შესაძლოა კლუბის ხელმძღვანელობას უახლოეს კვირებში გაეგზავნოს.

 

Tottenham-ის მფლობელია ბრიტანელი ბიზნესმენის ჯო ლუისი, კლუბის თავმჯდომარე დანიელ ლევია. ბოლო დროს, თასების ნაკლებობის გამო, გულშემატკივრები ხელმძღვანელობის მიმართ უკმაყოფილებას აქტიურად გამოხატავენ.

 


კლუბის ბოლო წარმატება ინგლისის ლიგის თასის მოგება იყო 2008 წელს. ამავდროულად, ამ დროის განმავლობაში გუნდს ხელმძღვანელობდნენ აღიარებული მწვრთნელები ჟოზე მოურინიო და ანტონიო კონტე, ხოლო შემადგენლობაში თამაშობენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიცაა ჰარი კეინი, რიჩარლისონი, სონ ჰინ მინი და უგო ლორისი.

 

Tottenham-ი ამჟამად მეხუთე ადგილზეა პრემიერლიგაში, ორი ქულით ჩამორჩება Newcastle-ს და კიდევ ერთი თამაში აქვს ჩატარებული. წინა დღით ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში გუნდი მილანთან ანგარიშით 1:0 დამარცხდა.

 

ბოლო დროს ინგლისურმა საფეხბურთო კლუბებმა უცხოელი ინვესტორების ყურადღება მიიპყრეს. გასულ წელს ამერიკელმა ტოდ ბოილიმ რომან აბრამოვიჩისგან Chelsea 2,5 მლრდ ფუნტად (3 მლრდ დოლარად) იყიდა, ბილ ფოლიმ იყიდა ნაკლებად ცნობილი Bournemouth-ი - 120 მლნ ფუნტად. ახლა ბევრს საუბრობენ manchester united-ის და Liverpool-ის მფლობელებში შესაძლო ცვლილების შესახებ.


თეგები:
Tottenham



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up