„ჯეოქეისის“ ორგანიზებით ონლაინ დისკუსია „საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი: ასოცირებიდან კანდიდატობამდე“ გაიმართა

„ჯეოქეისის“ ორგანიზებით ონლაინ დისკუსია „საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი: ასოცირებიდან კანდიდატობამდე“ გაიმართა

access_time2022-05-20 16:55:21

ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ ორგანიზებით ონლაინ დისკუსია „საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი: ასოცირებიდან კანდიდატობამდე“ გაიმართა.

 

ონლაინ დისკუსიის მიზანი იყო საქართველოს ევროინტეგრაციის ეტაპების ანალიზი, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით წარდგენილი განაცხადის ფარგლებში ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გადაცემული კითხვარის ორივე შევსებული ნაწილის მიმოხილვა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცედურების განხილვა.

 

ონლაინ განხილვის მთავარი მომხსენებელი გახლდათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, დავით ბუჯიაშვილი.

 

დისკუსიას მოდერატორობას უწევდნენ ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი და ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულების დირექტორი, პროფესორი ხათუნა ბურკაძე.

 

ვიქტორ ყიფიანმა დისკუსიის დასაწყისში აღნიშნა: „ჩვენ ისტორიულად ვართ ევროპული სივრცის შემადგენელი ნაწილი. იმისთვის რომ აღდგეს სრული სამართლიანობა, ჩვენ უნდა გავხდეთ ევროპული პოლიტიკური სივრცის ნაწილიც“.

 


ხათუნა ბურკაძემ განაცხადა: „მთელი ძალისხმევა უნდა მივმართოთ საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებისაკენ და პარტნიორები უნდა დავარწმუნოთ საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აუცილებლობაში, განსაკუთრებით გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით. რუსეთის აგრესიის სამიზნე ქვეყნებს: უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკას სჭირდებათ ევროპული პერსპექტივის გამოკვეთა და ევროინტეგრაციის გზაზე მეტი შესაძლებლობების მინიჭება“.

 

ამასთანავე, ხათუნა ბურკაძემ წარადგინა ინციატივა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ციფრული დიპლომატიის ოფისის შექმნის აუცილებლობის შესახებ, რომელიც გააერთიანებს კრეატიულ, ციფრული უნარების მქონე დიპლომატებს. მისი თქმით, აღნიშნული ოფისის მიზანი იქნება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით მსოფლიოს, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს მოუთხრონ მეტი საქართველოს ისტორიის, კულტურის, მისი ევროპული ღირებულებების თაობაზე, რაც გააძლიერებს სტრატეგიულ კომუნიკაციას გარე აუდიტორიასთან.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით ბუჯიაშვილმა დეტალურად ისაუბრა იმ გაწეულ სამუშაო პროცესზე, რომელიც კითხვარის შევსებას უკავშირდებოდა. მან აღნიშნა, რომ ყველა სახელმწიფო უწყება, 24 საათიან სამუშაო რეჟიმში, აქტიურად იღებდა პროცესში მონაწილეობას და ჰქონდათ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მხარდაჭერა.

 

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში დაწინაურებულ სამ ქვეყანას, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას  გვაქვს საერთო მიზნები, რაც გამოიხატება ასოცირების შეთანხმებებში, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ სივრცესა და ვიზალიბერალიზაციაში. ევროკავშირის გაფართოებისას უპირატესია ხოლმე რეგიონული მიდგომა და სწორედ ამიტომაც ვფიქრობ, გათვალისწინებული იქნება არსებული გეოპოლიტიკური სიტუაცია, ამ სამი ქვეყნიდან რომელიმეს დატოვება არავისთვის წარმატების მომტანი არ იქნება და მხოლოდ რუსეთის ნარატივს გაამყარებს, რომელიც გამუდმებით ამბობს, რომ ჩვენ არავინ არსად მიგვიღებს,“-განაცხადა დავით ბუჯიაშვილმა.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის, დავით ბუჯიაშვილის თქმით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მისიები თავდაუზოგავად მუშაობენ, რათა პარტნიორები დაარწმუნონ საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აუცილებლობაში. დავით ბუჯიაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოსახლეობის უპირობო მხარდაჭერაზე და აღნიშნა, რომ პროცესს ზურგს უმაგრებს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი მხარდაჭერა ევროინტეგრაციის პროცესისადმი, რომელიც მთლიან სამეზობლოში და რიგ ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებითაც კი არის ძალიან მაღალი და მოსახლეობის 82% შეადგენს.  მისი განმარტებით, საგარეო კომუნიკაციასთან ერთად უმნიშვნელოვანესია შიდა კომუნიკაციის ფაქტორი, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია და რეალისტური მოლოდინები.

 

„ჩემი აზრით, საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება სწორი გადაწყვეტილება, რადგან საქართველოსაც არანაკლები ფასი აქვს გადახდილი 2008 წლის ომისა და მრავალწლიანი ოკუპაციის სახით. საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა ისეთი მაღალია, როგორიც ზოგიერთ ევროკავშირის ქვეყანაშიც კი არ არის. ასევე, დღეს ევროკავშირის ქვეყნებისთვის მთავარი პრიორიტეტი არის ახალი ალტერნატიული ენერგორესურსების მოძიება და ამ მხრივაც საქართველოს ფაქტორი, მისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, სტრატეგიულია,“- განაცხადა დავით ბუჯიაშვილმა.

 

დისკუსიის შეჯამებისას ვიქტორ ყიფიანმა ყურადღება გაამახვილა ბოლოდროინდელი მოვლენების განვითარებისას გამოვლენილ არაჯანსაღ პროცესებზე, რომლებიც ყველასთვის მხოლოდ ზიანის მომტანია.    

 

იხილეთ ონლაინ დისკუსია სრულად: https://bit.ly/3LqN6pv  





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up