19 მაისს, 14:00 საათზე ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ ორგანიზებით ონლაინ დისკუსია „საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი: ასოცირებიდან კანდიდატობამდე“ გაიმართება.
ონლაინ დისკუსიის მიზანია, საქართველოს ევროინტეგრაციის ეტაპების ანალიზი, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით წარდგენილი განაცხადის ფარგლებში ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გადაცემული კითხვარის ორივე შევსებული ნაწილის მიმოხილვა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცედურების განხილვა.
ონლაინ განხილვის მთავარი მომხსენებელი იქნება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, დავით ბუჯიაშვილი.
დისკუსიას მოდერატორობას გაუწევენ ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი და ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულების დირექტორი, პროფესორი ხათუნა ბურკაძე.
ონლაინ დისკუსია live რეჟიმში გაიმართება „ჯეოქეისის“ ოფიციალურ Facebook გვერდზე https://bit.ly/3LqN6pv