„ჯეოქეისის“ სტუდენტური სასწავლო პროგრამის: „საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების საკითხები“ მორიგი კურსი წარმატებით დასრულდა

„ჯეოქეისის“ სტუდენტური სასწავლო პროგრამის: „საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების საკითხები“ მორიგი კურსი წარმატებით დასრულდა

access_time2022-07-07 20:44:27

ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ სტუდენტური სასწავლო პროგრამის: „საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების საკითხები“ მორიგი კურსი წარმატებით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.

 

სალექციო კურსს უძღვებოდნენ „ჯეოქეისის“ მკვლევრები და ანალიტიკოსები: ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორი ხათუნა ბურკაძე, თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორი, გიორგი ანთაძე, ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულების დირექტორი, დავით აფციაური, მკვლევარი ეკონომიკის მიმართულებით, გიორგი აბაშიშვილი, ჯანდაცვის მიმართულების დირექტორი, ზვიად კირტავა, „ჯეოქეისის“ მრჩეველი, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, გენერალ – მაიორი (გადამდგარი) ვახტანგ კაპანაძე, მკვლევარი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ნიკოლოზ ხატიაშვილი, აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების დირექტორი, ემილ ავდალიანი.

 

სტუდენტებს ტრენინგ კურსი საშუალებას აძლევს ცოდნა და უნარები გაიღრმაონ ისეთი მიმართულებებით როგორიცაა: ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია, საგარეო პოლიტიკის ანალიზი, თავდაცვა და ეროვნული უსაფრთხოება, დაზვერვა და კონტრდაზვერვა, რუსეთის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში, ეკონომიკური უსაფრთხოება, კიბერუსაფრთხოება, პანდემია და ახალი რეალობა, ომის წარმოების ფორმები, ჰიბრიდული გამოწვევები.


 

კურსის ფარგლებში, მონაწილეებს, ასევე, საშუალება ჰქონდათ პირადად შეხვედროდნენ და დისკუსია გაემართათ მაღალი კვალიფიკაციის მქონე დარგის სხვა ექსპერტებთან და საჯარო მოხელეებთან.

 

სატრენინგო კურსი შერჩეული მონაწილეებისათვის უფასოა.

 


თეგები:
ჯეოქეისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up