„ჯეოსილქროუდ ჰოლდინგი“ საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და პოტენციალის პოპულარიზაციას მსოფლიო მასშტაბით ახორციელებს

„ჯეოსილქროუდ ჰოლდინგი“ საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და პოტენციალის პოპულარიზაციას მსოფლიო მასშტაბით ახორციელებს

access_time2022-11-29 13:30:19

„ჯეოსილქროუდ ჰოლდინგი“ აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მსოფლიოს მასშტაბით სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას. კომპანიის მთავარი მიზნობრიობა ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო გარემოსა და პოტენციალის პოპულარიზაცია წარმოადგენს, როგორც „ჯეოსილქროუდ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით ცირდავამ აღნიშნა, ბიზნეს ფორუმებში მონაწილეობა და მათი მხარდაჭერა, საკუთარი თავის, საკუთარი კომპანიისა და საკუთარი ქვეყნის წარმოჩენის კარგი შესაძლებლობაა. მისივე თქმით, „ჯეოსილქროუდ ჯგუფი“ ამსტერდამსა და ბრიუსელში გამართულ, ევროსაბჭოს ინიციატივით ორგანიზებულ ბიზნეს ფორუმს დაესწრო.



„ის საინვესტიციო კლიმატი და უპირატესობები, რაც ამ ქვეყნებს გააჩნიათ, როგორც უშუალოდ ლიბერალური კოდექსიდან, ასევე ლოკაციიდან და იმ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რასაც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ჰქვია, მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს. ბაზარი, როგორც ევროპაში, ისე აზიაში - ვგულისხმობ ჩინეთს - არის უზარმაზარი, სადაც შესაძლებლობა გვაქვს, წარადგინო შენი პროდუქცია. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, გააცნო მათ შენი თავი და იცოდნენ, რომ ქვეყანაში არსებობს საინვესტიციო ჰოლდინგი, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ დაუკავშირდნენ. ამ მხრივ, კონტაქტებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.



მინდა, მადლობა გადავუხადო ევროსაბჭოს კარგი ინიციატივისთვის და შესაძლებლობისთვის. ასევე, ელჩებს: ბატონ დავით სოლომონიას და ვახტანგ მახარობლიშვილს, რომელთა მხარდაჭერითა და ორგანიზებით გაიმართა ბიზნეს ფორუმი, დივერსიფიცირებული საზოგადოებითა და მიზნობრივი აუდიტორიით. ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორის წარმომადგენლები, არასამთავრობო და იურიდიული პირები, რომელთაც სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებასთან აქტიური შეხება აქვთ.



ჩვენ ევროსაბჭოსთან დიდი ხნის თანამშრომლობა გვაკავშირებს და მოხარული ვარ, რომ მორიგი პარტნიორული კავშირით, ევროპული ბიზნეს ტური წარმატებით ჩატარდა. ამ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ფორუმის შემდეგ ჩვენ გვაქვს ახალი, უმნიშვნელოვანესი კონტაქტები და ახალი შესაძლებლობები საკუთარი ქვეყნის წარმოსაჩენად,“ - აღნიშნა დავით ცირდავამ.



„ჯეოსილქროუდ ჯგუფი“ ფორუმზე საინვესტიციო საკონსულტაციო ჰოლდინგის სახით იყო წარმოდგენილი. კომპანიის წარმომადგენლებმა „ჯეოსილქროუდ ჯგუფის“ პოტენციალზე გაამახვილეს ყურადღება. კომპანიის საინვესტიციო დირექტორის, ლადო ლურსმანაშვილის განცხადებით, ეფექტიანი და შედეგიანი იყო ასევე ღონისძიების არაფორმალური ნაწილიც.



„ჩვენ, რა თქმა უნდა, ასევე შევეხეთ ჩვენს უმნიშვნელოვანეს კონტაქტებს და პარტნიორს - აზიისა და გალფის ქვეყნების ბიზნეს პალატას. ჩვენ ამ პლატფორმის მეშვეობით ვოპერირებთ ბაზარზე. ხაზი გავუსვით ჩვენი კომპანიის შესაძლებლობებს და იმას, რომ ჩვენ მუდმივად მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ბიზნესს ინვესტიციის კუთხით. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ ჩვენი ქვეყნის ისტორიული ფუნქცია, რომ ის ყოველთვის იყო აბრეშუმის გზის ნაწილი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ „ჯეოსილქროუდი“ არის ერთგვარი ხიდი აზიისა და ევროპას შორის. ჩვენი კომპანია აკავშირებს და ხელს უწყობს ინვესტიციების შემოტანას ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ჩვენი კონტაქტებით და ძალისხმევით, მოკლე ვადებში კარგი შედეგები გვექნება; რომ ვიქნებით ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძალა, ვინც ხელს შეუწყობს სერიოზული ინვესტიციების შემოდინებას საქართველოში. ამის კარგი ფუნდამენტი და საფუძვლები უკვე არსებობს და დიდი იმედი მაქვს, ეს ყველაფერი წარმატებით დასრულდება.



ახალი კონტაქტების გაღრმავებისთვის, საკმაოდ მნიშვნელოვანია ფორუმის არაფორმალური მხარეც. არაფორმალური შეხვედრები მომავალი ჯანსაღი წარმატებული პარტნიორობის საწინდარია. მინდა გამოვყო შეხვედრა ქალბატონ თიკა სვანიძესთან, ამსტერდამში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენთან. ის არა მხოლოდ თავისი ბიზნესის განვითარებაზე ზრუნავს, არამედ სრულ მხარდაჭერას უცხადებს სხვადასხვა ტიპის ბიზნესს საქართველოდან; ბიზნესს, რომელიც დაინტერესებულია ექსპორტით და სხვათა შორის, არა მხოლოდ ჰოლანდიაში.“ - განაცხადა ლადო ლურსმანაშვილმა.











(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up