„ჯერ კიდევ მოსალოდნელია ფასის რყევა“ - არის თუ არა ახლა კარგი დრო ბიტკოინში ინვესტირებისთვის

„ჯერ კიდევ მოსალოდნელია ფასის რყევა“ - არის თუ არა ახლა კარგი დრო ბიტკოინში ინვესტირებისთვის

access_time2022-06-21 18:00:00

მართალია, ბოლო დღეებში ბიტკოინის 17,000 დოლარამდე შემცირებული ფასი ახლა 21,000 დოლარს უახლოვდება, თუმცა 2021 წლის ნოემბრის შემდეგ, როდესაც კრიპტოვალუტამ რეკორდულ 69,000 დოლარს მიაღწია, თითქმის 70%-ითაა გაუფასურებული.


მკვეთრადაა შემცირებულია სხვა ისეთი პოპულარული კრიპტოების ფასებიც, როგორებიცაა: Ethereum, BNB, Cardano, Solana და სხვა.


გაუფასურებას ბევრი მიზეზი აქვს, იქნება ეს ინფლაციის მაღალი დონე და ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდა, რეგულაციების შიში, ომი თუ სხვა. საქმე იმაშია, რომ ბაზარზე პანიკაა და მფლობელები აქტივებს ყიდიან, ეს კი ბიტკოინის ფასს ამცირებს.


„ბიზნესპერსნიუსთან“ საუბრისას ფასის რყევას სწორედ ბაზარზე შექმნილ პანიკას უკავშირებს ალექს სუდაძე, კრიპტოვალუტის სერტიფიცირებული ექსპერტი. მისი თქმით, როდესაც ფასი 21,000 დოლარს ჩამოსცდა, ისეთ მყიდველებში, რომლებიც ნაკლებად ინფორმირებულები არიან, დაიწყო პანიკა. ამგვარმა მფლობელებმა სწრაფად მოიშორეს კრიპტოაქტივები იმის შიშით, რომ საერთოდ არ გაუფასურებულიყო. გამომდინარე იქიდან, რომ ბაზარზე ასეთი ბევრია, მათ გადაწყვეტილებას ფასებზე მნიშვნელოვანი ზემოქმედებაც აქვს.


„ფასის კლებაზე გავლენა აქვს ინფლაციის მაღალ მაჩვენებლებსაც. რუსეთ-უკრაინის ომი კი კრიპტოვალუტის ფასის არზრდაზე მოქმედებს, რადგან ციფრული ფული რადიკალურად შეზღუდეს რუსეთში, რომელიც უდიდესი ბაზარი იყო. ერთ-ერთი დიდი ბაზარი იყო უკრაინაც, სადაც ახლა სერიოზული პრობლემებია კრიპტოვალუტის შესყიდვა-გაყიდვასთან და ფლობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ამ ორი დიდი ბაზრის შეჩერება მიუთითებს იმაზე, რომ ფასის ზრდა მოხდება ძალიან ნელა“, - ვარაუდობს სუდაძე.


ბიტკოინის ისტორიაში მსგავსი გაუფასურებები ხშირად ყოფილა, თუმცა აქამდე ის ყოველთვის ახერხებდა უკან დაბრუნებას. სწორედ ამიტომ, ახლა ბევრი ფიქრობს, შეიძინოს მკვეთრად გაიაფებული კირპტოვალუტა და დაელოდოს ფასის ზრდას მოგების მისაღებად.



ამგვარი პრაქტიკა ეფუძნება მოლოდინებს, რომ ფასის შემცირება მხოლოდ დროებითია და მათი კორექტირება მომავალში მოხდება. თუმცა, ინვესტორებს უნდა ესმოდეთ, რომ კრიპტოების ფასი სხვადასხვა ფაქტორების მიმართ მეტად სენსიტიურია და მათი ფლობა, თუნდაც გრძელვადიან პერსპექტივაში, რისკის შემცველია.


მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინის ფასს გარკვეულწილად სეზონურობა ახასიათებს - ხშირად მცირდება გაზაფხულზე და ადრეულ ზაფხულში ზრდას იწყებს, გამომდინარე კრიპტობაზრების მერყევი ხასიათიდან, მისი ზრდის გარანტია არ არსებობს. შეიძლება ბიტკოინი გაძვირდეს და ინვესტორებმა იხეირონ, მაგრამ ასევე შეიძლება ფასი კიდევ უფრო მკვეთრად დაეცეს და ინვესტიციაც წყალში ჩაიყაროს.


ამიტომაც ექსპერტების უმთავრესი რჩევაა, რომ თუ ინვესტიციას აპირებთ, ამისთვის გამოიყენოთ მხოლოდ ის თანხა, რომლის დაკარგვისთვისაც მზად იქნებით. ეს შეიძლება იყოს თქვენი პორტფოლიოს 5%. მნიშვნელოვანია, რომ არ მიიღოთ გადაწყვეტილებები ემოციებზე დაყრდნობით და გააკეთოთ გათვლა გრძელვადიან პერიოდზე პასიური ინვესტირების გზით.


„ვისაც იაფად სურს ყიდვა, სასურველია, გამოყონ გარკვეული თანხა, რომლითაც კრიპტოს ყოველთვიურად შეიძენენ და არ იღელვებენ, თუ რა მოუვა მათ ფასებს გრძელ ვადაში, მაგალითად, 2-წლიან პერსპექტივაში“, - უებნება Forbes-ს ოლეგ გიბერშტაინი, სავაჭრო პლატფორმა Coinrule-ს დამფუძნებელი.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რჩევაა, რომ თქვენი კრიპტო საფულე იყოს დივერსიფიცირებული და შეიძინოთ რამდენიმე ტიპის ალტკოინი, რათა უფრო მეტად დაზღვეულები იყოთ.


„დააკვირდით ივნისის ბოლოს და თუ ივლისის პირველ რიცხვებში ზრდა დაიწყო, მაშინ ჩემი რჩევაა, რომ შეიძინოთ ოდნავ ძვირად, სამაგიეროდ, კი მიხვდებით, რომ ზრდისკენაა საქმე და ე.წ. ბლეფში არ არის ბიტკოინის ფასი. იმის თქმა, რომ ახლა გაიაფებულია და მიდით და იყიდეთ, ცოტა თამამი განაცხადი იქნება. ჯერ კიდევ მოსალოდნელია ფასის რყევა“, - ამბობს სუდაძე.


ექსპერტები თანხმდებიან, რომ თუ ბიტკოინის ფასმა ზრდა დაიწყო, ამჯერად ეს ბევრად უფრო ნელი ტემპით მოხდება, ვიდრე წინა წლებში. ასევე მოელიან, რომ ბიტკოინი მოკლევადიან პერიოდში კვლავ მერყევი იქნება და ფასის ზრდისთვის საჭიროა, შეწყდეს ნეგატიური ახალი ამბები.


გარდა ამისა, ბევრი რამეა დამოკიდებული ომის სცენარსა და ცენტრალური ბანკების სამომავლო მონაეტარულ პოლიტიკაზეც. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ კრიპტოს საბაზრო კაპიტალიზაცია 200 მილიარდით, 900 მილიონამდეა შემცირებული, დიდ მოთამაშეებს, კომპანიებსა თუ ცნობილ პირებს საინფორმაციო ფონის შეცვლით კრიპტოს წახალისება თავისუფლად შეუძლიათ.


bpn.ge




თეგები:
ბიტკოინი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up