„ჯი-თი მოტორსი“ საქართველოში BMW-სა & MINI-ს ოფიციალური იმპორტიორი გახდა. მხარეებს შორის კონტრაქტი ძალაში 1-ლი სექტემბრიდან შევიდა და „ჯი-თი მოტორსი“ მსოფლიოში წამყვანი საავტომობილო ბრენდებს, BMW-სა და MINI-ს საქართველოში ოფიციალურად წარმოადგენს.
როგორც „კომერსანტს“ „ჯი-თი მოტორსში“ უთხრეს რამდენიმე ეტაპიანი კონკურსის შემდეგ, გლობალურმა მწარმოებელმა სხვადასხვა კანდიდატებს შორის არჩევანი სწორედ „ჯი-თი-მოტორსზე“ შეაჩერა.
„იმპორიტორის სტატუსი კონკურსის მეშვეობით მივიღეთ, გლობალურმა მწარმოებელმა, რომელიც მიუნხენში მდებარეობს წყვეტს თუ ვინ შეარჩიოს თავის იმპორტიორად, შერჩევა რამდენიმე კანდიდატს შორის ხდება. პროცესი რამდენიმე ეტაპიანი იყო და საბოლოო არჩევანი ჩვენზე გააკეთეს. შესაბამისად პირველი სექტემბრიდან კონტრაქტი ძალაში შევიდა, რაც გულისხმობს ისმას, რომ ჩვენ BMW ჯგუფში შემავალი ბრენდების BMW- ს და Mini-ს საქართველოში ოფიციალური იმპორტიორები ვართ“ - აცხადებენ კომპანიაში.
საწყის ეტაპზე „ჯი-თი-მოტორსი“ მომხმარებელს აღმაშენებლის ხეივანზე დროებით შოუ რუმში მოემსახურება, მოგვიანებით კი, გლობალური მწარმოებლის სტანდარტებით გათვალისწინებულ დიდ შოუ რუმს ააშენებს, პროცესი უკვე დაწყებულია და გერმანელ არქიტექტორებთან შეთანხმებით მიმდინარეობს.
„აღმაშენებლის ხეივანზე დროებით შოუ რუმს გავხსნით და შემდეგ თვითონ რაც აქვთ გათვალისწინებული იმ სტანდარტებით ყველაზე დიდი შოუ რუმი გვექნება, რაც სრულიად ახალი სტანდარტია ბაზარზე და ის რეგიონში დაწყებული არ აქვთ, ამას დაახლოებით 18 თვე დასჭირდება.
პროცესი დაწყებულა და გერმანელ არქიტექტორებთან ერთად ვმუშაობთ, რადგან მათი სტანდარტი ჩვენ ლოკაციას და საჭიროებებს მოერგოს“ - აცხადებენ კომპანიაში.
თაკო კვაჭანტირაძე