„ჯი-თი მოტორსში“ საერთაშორისო ლიცენზიის მქონე საამქროები ფუნქციონირებს

„ჯი-თი მოტორსში“ საერთაშორისო ლიცენზიის მქონე საამქროები ფუნქციონირებს

access_time2022-05-31 15:23:05


„ჯი-თი მოტორსი“ საქართველოში საავტომობილო ინდუსტრიის წამყვან ბრენდებს, Ford-ს, Jaguar-ს, Land Rover-სა და Suzuki-ს ექსკლუზიურად წარმოადგენს. წარმომადგენლობა მხოლოდ შოურუმების ფუნქციონირებასა და ამ ბრენდების ავტომობილების გაყიდვაში არ გამოიხატება. „ჯი-თი მოტორსში“ ფუნქციონირებს სამღებრო-სათუნუქე საამქრო, რომლის მომსახურებაც ავტომატურად გულისხმობს Ford-ის, Jaguar Land Rover-ისა და Suzuki-ს ხარისხს. 

„ჯი-თი მოტორსის“ ბოდიშოპში პროფესიონალი გუნდი მოგაწვდით ისეთ მოთხოვნად სერვისებს, როგორიცაა, მაგალითად, პოლირება, სათუნუქე და სამღებრო სამუშაოები. 



სათუნუქე საამქრო



თუნუქისა და ალუმინის ძარების ზუსტი გეომეტრიული ზომები და ფორმები ავტომობილის, როგორც უსაფრთხოების აუცილებელი, ასევე ვიზუალის მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო ნაწილია. „ჯი-თი მოტორსის“ ბოდიშოპში თუნუქისა და ალუმინის ძარების ზუსტი გაზომვისა და გეომეტრიის აღდგენისათვის უახლეს ტექნოლოგიას იყენებს. შვედური კომპანია Car-o-Liner-ის დანადგარი მხოლოდ „ჯი-თი მოტორსშია“ ხელმისაწვდომი.

გარდა ამისა, კომპანიამ რეგიონში პირველმა მიიღო Jaguar Land Rover-ის ლიცენზია ალუმინის სტრუქტურულ შეკეთებაზე. აღნიშნული ლიცენზიის მიღება საკმაოდ რთულია, რადგან საქმე თანამედროვე ავტომობილებს ეხება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ლიცენზიას სხვა პრემიუმ ავტომწარმოებლებიც აღიარებენ. 

სამღებრო საამქრო







ზუსტი ფორმების აღდგენაზე არანაკლებ საყურადღებო ავტომობილის ფერის დასმაა. სამუშაოს იდეალურად შესრულებისთვის, „ჯი-თი მოტორსმა“ სამღებრო საამქრო თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვა. საამქროში მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში წარმოებული დანადგარებითა და ინსტრუმენტებით მუშაობენ. 



რაც შეეხება საღებავს, გამოიყენება გლაზურიტის უმაღლესი ხარისხის, წყლის ბაზაზე დამზადებული ეკოლოგიურად სუფთა საღებავი, რომელიც რეკომენდებულია იაგუარის, ლენდ როვერის, სუზუკისა და ფორდის მიერ. 




კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც „ჯი-თი მოტორსის“ ბოდიშოპში შესრულებული სამუშაოს ხარისხს უსვამს ხაზს, იტალიური ბრენდის, Fiac-ის კომპრესორებია.  ეს კომპრესორები უზრუნველყოფენ ჰაერის ოთხჯერად ფილტრაციას. შედეგად, შეღებვისას ავტომობილზე მტვერის დადება გამორიცხულია. გაშრობის პროცესი კი იმართება ავტომატურად, ზუსტად შერჩეული დროითა და ტემპერატურით. 



პოლირების საამქრო



პოლირების სერვისი ავტონიდუსტრიაში განსაკუთრებით მოთხოვნადია. ხარისხის უზრუნველსაყოფად, „ჯი-თი მოტორსის“ ბოდიშოპში მხოლოდ ევროკავშირში წარმოებულ მაღალტექნოლოგიურ დანადგარებს იყენებენ. აქ შესაძლებელია ავტომობილის როგორც სრული, ისე ნაწილობრივი პოლირება, ცვილითა და კერამიკით დაფარვა, და, რა თქმა უნდა, ფარების და მინის სხვა დეტალების ინდივიდუალური პოლირებაც. 

ინოვაციური პროგრამააუდატექსი






მომხმარებლის დროის ეკონომიისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, „ჯი-თი მოტორსმა“ გადაწყვიტა, ბოდიშოპში ინოვაციური პროგრამა დაენერგა. პროგრამა „აუდატექსი“ საქართველოში პირველმა სწორედ ამ კომპანიამ დანერგა, რითიც სამუშაოს შესრულების ზუსტი დროის გათვლა შეძლო. „აუდატექსი“ აღიარებულია ყველა წამყვანი ევროპული სადაზღვევო კომპანიის მიერ


ჯი-თი მოტორსისკომპეტენტური გუნდი



„ჯი-თი მოტორსში“ სჯერათ, რომ მომხმარებლისთვის საუკეთესო სერვისის მიწოდების მთავარი პირობა კომპეტენტური და ძლიერი გუნდია. სწორედ ამიტომ, კომპანია უზრუნველყოფს ბოდიშოპის თანამშრომლების კომპეტენციის მუდმივ ზრდას. გუნდს რეგულარულად უტარდება ტრენინგები. „ჯი-თი მოტორსის“ ბოდიშოპის თანამშრომლებს გამოცდილებას უცხოელი ტრენერები უზიარებენ, რომლებიც საქართველოში სპეციალურად ამ კომპანიის მოწვევით ჩამოდიან. 

გარდა ამისა, რეგულარულად იმართება გასვლითი ტრენინგებიც. მაგალითისთვის, სათუნუქე საამქროს თანამშრომლები მუდმივად გადიან გადამზადებას დუბაიში, ხოლო სამღებრო საამქროს გუნდი კი სწავლებას თურქეთში გადის. 



ნებისმიერი პროცედურის წარმატებით ჩასატარებლად ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანების პროფესიონალიზმს, რაც არ უნდა ზუსტი ხელსაწყოები და დანადგარები გვქონდეს, თუ მათ სწორად არ მოვიხმართ, სასურველი შედეგის მიღება შეუძლებელია. გვეესმის რა ჯი-თი მოტორს-ში, ადამიანის ცოდნისა და პროფესიონალიზმის მნიშვნელობა, ამიტომ მუდმივად ვახდენთ პერსონალის სწავლებას და მათი ცოდნის ტესტირებას. ბოლო პერიოდის პანდემიური მოვლენების მიუხედავად ჩვენი თანამშრომლების სწავლების პროცესი არ შეჩერებულა და ის ონლაინ რეჟიმშიც მიმდინარეობდა.

ბაკურ ჭელიძე - ჯი-თი მოტორსის გაყიდვების შემდგომი მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.




კომპანია „ჯი-თი მოტორსი“ საქართველოს ბაზარზე 15 წელია ოპერირებს და მომხმარებელს მსოფლიო ბრენდების ავტომობილებსა და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. 2022 წლიდან „ჯი-თი მოტორსი“ Ford-ს წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ - აზერბაიჯანშიც. უახლოეს მომავალში იგეგმება Ford-ის შოურუმის გახსნა ბაქოში. კომპანია ასევე გეგმავს, განვითარდეს საქართველოს რეგიონებშიც. სულ მალე, „ჯი-თი მოტორსის“ განახლებული შოურუმი და საავტომობილო სერვისის სივრცე გაიხსნება. 


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up