ჯიბიდან გადახდის მაღალი მაჩვენებელი ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობაში ყველაზე დიდი ბარიერია - WHO

ჯიბიდან გადახდის მაღალი მაჩვენებელი ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობაში ყველაზე დიდი ბარიერია - WHO

access_time2022-09-14 14:00:50

საქართველოში ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაში ყველაზე დიდი ბარიერი ფინანსურია და მისი მოგვარება საყოველთაო ჯანდაცვის გაუმჯობესების მცდელობით ხდება - ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიმოხილვაში ვკითხულობთ.



როგორც WHO  წერს, საქართველოში ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა გეოგრაფიული თვალსაზრისით გაუმჯობესებულია და ჯანდაცვაზე წვდომის პრობლემას ლოდინი აღარ წარმოადგენს.



როგორც ქალაქებში, ასევე სოფლებში მეტი სამედიცინო პუნქტი იხსნება, გაუმჯობესებულმა სატრანსპორტო კავშირებმა და გზებმა სპეციალიზებულ სერვისებზე წვდომა გაზარდა.  WHO-ს მონაცემებით, 2012 წლიდან 2019 წლამდე ამბულატორიული სერვისების გამოყენება თითქმის გაორმაგდა და რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე  2012 წლის  2,1- დან 2019 წელს 4,0 მდე გაიზარდა.


 


ჯანმრთელობის, გამოყენებისა და ხარჯების უახლესი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ 2017 წელს ადამიანთა 82%-მა მოითხოვა სამედიცინო დახმარება, 2010 წელს ეს მაჩვენებელი 75%-ს და 2014 წელს 79%-ს შეადგენდა.


სამედიცინო  სერვისების დაუკმაყოფილებლობის მაჩვენებელი 2013 წელს შემცირდა იმ სეგმენტში რომელიც 2013 წლამდე, ანუ მაშინ როდესაც საყოველთაო ჯანდაცვა შემოვიდა არ იყვნენ დაზღვეულები.  ხოლო 2014 -2017 წლებში სოფლად და ქალაქში მცხოვრებ მოსახლეობას შორის უთანასწორობა შემცირდა.


2017  წელს მთავარი  ფაქტორი  იმისა, რომ ადამიანები სამედიცინო  სევრისებს  ვერ  იღებდნენ  იყო  შემოსავლის  დაბალი დონე, ტენდენცია მიმართულია ყველა ჯგუფისთვის სერვისებისა და მედიკამენტების გაზრდისკენ, მაგრამ  2017 წელს ღარიბი  ფენის  წარმომადგენლების 15% -მა  გამოწერილი მედიკამენტები მათზე მაღალი ფასის გამო არ შეიძინა, თუმცა ეს მაჩვენებელი  2010 წლის 22% - იან მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია.


2017 წელს გაფართოვდა ამბულატორიული მედიკამენტები ოთხი ძირითადი ქრონიკული დაავადებისთვის  (გულის დაავადება, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ტიპი 2 დიაბეტი და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები), ხოლო 2019 წელს დაემატა მედიკამენტები პარკინსონის დაავადებისა და ეპილეფსიისთვის და მედიკამენტების პროგრამა გავრცელდა ყველა პენსიონერზე, თუმცა ყოველწლიურად დაფარვის ოდენობის ლიმიტით.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up