ჯინის კოეფიციენტი  შემცირებულია - ლადო პაპავა

ჯინის კოეფიციენტი შემცირებულია - ლადო პაპავა

access_time2021-11-20 17:00:59

პროფესორ ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სოციალური უთანასწორობის მაჩვენებელი (იგივე „ჯინის კოეფიციენტი“), შემცირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ წინა წლებთან შედარებით, მოსახლეობაზე უფრო თანაბრად ხდება შემოსავლების განაწილება.

„ამ კუთხით, 2020 წელს, 2010 ან 2012 წლებთან შედარებით სიტუაცია აშკარად გაუმჯობესებულია. თანაც, 2019 წელს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა, 2007 წელთან შედარებით, 768 ათასით, 2010 წელთან შედარებით 684 ათასით, ხოლო 2012 წელთან შედარებით 392 ათასით შემცირდა. 2019 წელს სიღარიბის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია და 19,5% შეადგინა. ეს ოფიციალური სტატისტიკაა, რომელსაც ჩვენ ყველა, განსაკუთრებით, თანამდებობის პირები, მათ შორის ეკონომიკის მინისტრიც, რა თქმა უნდა, უწინარეს ყოვლისა ვეყრდნობით“, - აღნიშნა ლადო პაპავამ. მისივე თქმით, საქსტატის მონაცემებით, 2007 წელს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იყო 1,5 მილიონი ადამიანი, 2010 წელს 1,4 მილიონი, 2012 წელს 1,1 მილიონი, ხოლო 2019 წელს 725 ათასი ადამიანი. „ინკლუზიურობაში გარღვევის მიზნით, მთავრობა ნაბიჯებს ნამდვილად დგამს. აქ აუცილებელია, ქვეყანაში ხელი შეეწყოს ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებას ანუ, ხელი უნდა შეეწყოს მრეწველობის და სოფლის მეურნეობის განვითარებას. ამ თვალსაზრისით, მთავრობა ახორციელებს საინტერესო პროექტს „აწარმოე საქართველოში“ და მე ვურჩევდი მას, ეს პროექტი მეტწილად ორიენტირებული იყოს მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაზე, ნაკლებად - ტურისტულ სექტორზე, რადგან ტურიზმი მთვარობის მხარდაჭერის გარეშეც შედარებით ადვილად შეძლებს განვითარებას, მრეწველობას და სოფლის მეურნეობას კი, მთავრობიდან მხარდაჭერა ნამდვილად ესაჭიროება. ამ შემთხვევაში, ინკლუზიურობა კიდევ უფრო გაიზარდება“ - განაცხადა  ვლადიმერ პაპავამ.

მისივე თქმით, ქვეყანამ ისწავლა გარკვეული რეგულაციებით ცხოვრება და ამ პირობებში მოხდა ის, რომ თუ 2020 წელს მთავრობა იყო ფრთხილი და ეკონომიკის სერიოზული ჩაკეტვა გვქონდა, 2021 წელს კორონავირუსთან თანაარსებობის შესაძლებლობის პირობებში გახსნა ეკონომიკა და ამან მისცა ძალიან სერიოზული ზრდა, რაც, გარკვეული აზრით. მოსალოდნელიც იყო. ლადო პაპავას შეფასებით, თუ ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე ყოველთვის სათანადო დონეზე ისე ვერ ისახება, როგორც რიცხვებშია გამოსახული, იმის გამო ხდება, რომ ინფლაცია აჭარბებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს. 

გულწრფელად გითხრათ, პირადად მე ამხელა ზრდას არ ველოდი, მაგრამ ეკონომიკური ზრდის ის რიცხვი, რომელიც დაფიქსირდა „საქსტატის“ მიერ, საკმაოდ მნიშვნელოვანია. ბევრს სწორად არ აქვს აღქმული ეკონომიკური ზრდა. ზოგს ის ეკონომიკური კეთილდღეობის სინონიმი ჰგონია. ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკური კეთილდღეობა ორი განსხვავებული მაჩვენებელია - ეკონომიკური ზრდა არის, თუ რამდენად გაიზარდა ეკონომიკა, ეკონომიკური კეთილდღეობა კი არის ის, რამდენად გაუმჯობესდა ადამიანების ცხოვრება ეკონომიკური თვალსაზრისით. პრობლემა არ არის ეკონომიკურ ზრდაში. პირიქით, ეკონომიკური ზრდა პოზიტიურ სიგნალს იძლევა, პრობლემა არის ინფლაციაში,“ - აღნიშნა პაპავამ.



წყარო: ბიზნესპრესნიუსი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up