ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას იღებს, ამის შესახებ განცხადება თავად ბაიდენმა გააკეთა. ინფორმაციას NBC-ი ავრცელებს.
„ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. მაგრამ ჩვენ ჯერ მზად არ ვართ, ამის გამოსაცხადებლად“, - აღნიშნა ბაიდენმა NBC-ის გადაცემა Today-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
როგორც ბაიდენმა განაცხადა, ის გეგმავს, რომ 2024 წლის არჩევნებში „დემოკრატიული პარტიის" კანდიდატი იყოს.