პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აშშ- მექსიკის საზღვარზე გაემგზავრება, ეს იქნება მისი პირველი ვიზიტი პრეზიდენტის რანგში - ამის შესახებ ინფორმაციას apnews ავრცელებს. გამოცემის ცნობით პრეზიდენტმა ელ პასოში, ტეხასში რამდენიმე საათი უნდა გაატაროს, რომელიც ამჟამად საზღვრის უკანონო კვეთის ყველაზე დიდი დერეფანია.
პრეზიდენტი ადგილზე სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებს შეხვდება, რათა მათთან ერთად განიხილოს მიგრაცია. ბაიდენი ასევე ეწვევა ელ - პასოს, ოლქის მიგრანტთა მომსახურების ცენტრს, შეხვდება არაკომერციულ და რელიგიურ ჯგუფებს, რომლებიც აშშ-ში ჩასულ მიგრანტებს უჭერენ მხარს. ისაუბრებს თუ არა ბაიდენი რომელიმე მიგრანტთან ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ბაიდენის განცხადება საზღვრის უსაფრთხოების შესახებ და მისი ვიზიტი საზღვარზე ნაწილობრივ მიზნად ისახავს პოლიტიკური ხმაურის ჩახშობას და იმიგრაციის შესახებ მოახლოებული გამოძიების გავლენის შემსუბუქებას.
ელ-პასოდან ბაიდენი ვიზიტს სამხრეთით მეხიკოში გააგრძელებს, სადაც ის, მექსიკისა და კანადის ლიდერები შეიკრიბებიან, შეხვედრის დღის წესრიგის საკითხებს შორის არის ემიგრაციაც.
გასულ კვირას გამოცხადებული ცვლილებები ბაიდენის ყველაზე დიდი ნაბიჯია საზღვრის უკანონო გადაკვეთის პრობლემის მოსაგვარებლად, გარდა ამისა ყოველთვიურად 30 000 მიგრანტი კუბადან, ნიკარაგუადან, ჰაიტიდან და ვენესუელიდან შტატებში ჩასასვლელად ლეგალურ შანსს მიიღებს.
აშშ ასევე უარს იტყვის იმ მიგრანტებს, რომლებიც თავშესაფარს ჯერ იმ ქვეყანას არ სთხოვდნენ, სადაც მათ აშშ-სკენ მიმავალ გზაზე იმოგზაურეს.